
კალათბურთის გულშემატკივარს, მოგეხსენებათ, რომ 19 და 21 თებერვალს თბილისში, საკალათბურთო „ბაბლი" გაიმართება. ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს ფანჯარაში, საქართველოს ნაკრები ჯერ სერბეთს, შემდეგ კი, ფინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, როგორც ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყანას მოპოვებული აქვს, საკვალიფიკაციო ჯგუფს, სწორედ ქართველები ლიდერობენ.
მიუხედავად, ამისა, სტატიაში, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, საქართველოს ნაკრებზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმაციის გუნდზე ლაპარაკიც კი არ არის. თუმცა, ჩვენ ვითამაშოთ, თანაც, მოვიგოთ და წარმატებას, ზედმეტი რევერანსების გარეშეც მივიღებთ.
ამასობაში კი, ფიბა-ს ვებ-გვერდი, ევრობასკეტი 2022-ის ადრეული პროგნოზების გაკეთებას შეეცადა და ამისთვის დახმარება იმ ჟურნალისტებს (იგორ ჩურკოვიჩი, ბრედლი გეინსი, დეივიდ ჰეინი და ჯეფ ტეილორი) სთხოვა, რომებიც, აღნიშნული გვერდისთვის, წლებია მუშაობენ. ჟურნალისტებს ადრეული პროგნოზის გასაკეთებლად, რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. კითხვები ეხებოდა საკვალიფიკაციო რაუნდსაც.
კითხვა 1 - ნოემბერში გაირკვა პირველი 7 გუნდი, რომლებმაც ფინალური რაუნდის ჯგუფებში ადგილები დაიკავეს. პირველ ორ ფანჯარაში, რომელმა ეროვნულმა გუნდმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
ბრედლი გეინსი: პირველი ფანჯრის შემდეგ, ეს ცალსახად ბელგია იყო. იმისდა მიუხედავად, რომ მათ არ აქვთ იდეალური შედეგი, ისინი მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებიან ჯგუფში. მათ, ნოემბერში ჩატარებული თამაშების შემდეგ, რამდენიმე ვარსკვლავი დააკლდათ, მაგრამ მაინც, 28 ქულით, მოახერხეს ჩეხეთის რესპუბლიკის გუნდის დამარცხება და C ჯგუფში, სადაც ბოლომდე არაა გარკვეული კვალიფიკაციის საკითხი, ამ მომენტისთვის ლიდერობენ. დაუმარცხებელი გუნდის რანგში, ხორვატიას გამოვარჩევდი სტაბილურობით, რაც მათ სიძლიერეზე მეტყველებს. ასევე, ისრაელის ნაკრებს, რომელმაც პოლონეთის და ესპანეთის წინააღმდეგ, კარგი გამარჯვებები მოიპოვა.
დეივიდ ჰეინი: დავიწყები ისრაელით, რომელიც A ჯგუფის სათავეში არიან და 4-0 აქვთ მოგებული თამაშების მაჩვენებელი. ოდედ კატაშის გუნდი, კინაღამ ფიბა-ს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა, მაგრამ ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი ევროპის საუკეთესო გუნდად წარმოადგინა. მათ 2020 წლის თებერვალში, პოლონეთში, მაყურებლებით სავსე დარბაზში მოახერხეს მასპინძლების დამარცხება და შემდეგ, მიაყოლეს რუმინეთი. მომდევნო ფანჯარაში, ესპანეთში, მეორე მეოთხედში, ისრაელი 18 ქულით აგებდა და მოახერხა თამაშის შემობრუნება და მასპინძლების დამარცხება. და ბოლოს, ისრაელი, პოლონელებთან მეორე ბრძოლაშიც გადარჩა.
იგორ ჩუკოვიჩი: ასეთი გუნდი არის ხორვატია. ფიბა-ს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არმოხვედრით გამოწვეულ იმედგაცრუებას, მოჰყვა ბევრი პესიმიზმი გუნდის გარშემო, შიში, რომ იგივე განმეორდებოდა ფიბა-ს 2022 წლის ევრობასკეტის დროსაც. თუმცა, ველკო მრშიჩმა გააძლიერა დაცვის ხაზი, დააბრუნა ვეტერანი როკო უკიჩი, რადგან გამოცდილისგან ესწავლათ. მირო ბილანიდან ამოწურა საუკეთესო და ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშეებმა, როგორებიც მატეო დრეჟნიაკი და პავლე მარჩინკოვიჩი არიან მოიგეს თამაშები. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია.
ჯეფ ტეილორი: მიყვარდა ყურება ეროვნული ნაკრების „მთლიანობის, რომელიც უფრო დიადია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი", ისრაელის და განსაკუთრებით მისი მწვრთნელის ოდედ კატაშის. ის კარგი მოჭადრაკესავით არის. ხერხი, რომელსაც ის თავისი ტაიმ-აუტებისას მიმართავს და შეაქვს კორექტივები. ჩვენ ვხედავთ როგორ იზრდება რწმენა გუნდში. ამის დასტურია, ისრაელის „დაბრუნება" ესპანეთის წინააღმდეგ ბოლო ფანჯარაში. მეორე ტრიუმფი პოლონეთში, იყო გამძლეობის დემონსტრირება. გაი პნინი, თავის 37 წლის ასაკში, ავტომატივით ისვრის! ისრაელი იქნება უფრო მეტად ანგარიშგასაწევი დენი ავდიასთან ერთად.
კითხვა 2 - ფიბა-ს 2022 წლის ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე დარჩენილია კიდევ 7 ადგილი. თუ გკითხავთ, ვინ იქნებოდა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად გუნდი-სიურპრიზი, რომელ ნაკრებს დაასახელებდით?
ბრედლი გეინსი: მე ვიტყოდი შვეიცარიას. ისინი ყველაზე დაბალრეიტინგულები არიან, თუ არა, ყველაზე სუსტები, ვინც საკვალიფიკაციოში თამაშობს. თუმცა, ოთხივე თამაშში ანგარიშგასაწევი ძალა იყო, იმ შოკისმომგვრელი თამაშის ჩათვლით, რომელშიც სერბეთი დაამარცხეს. ახლა, ყველაფერი მე-5 სათამაშო დღეზეა დამოკიდებული, რომელშიც ისინი ფინეთს დაუპირისპირდებიან და უნდა ველოდოთ, რომ შვეიცარიელები, პარკეტზე თავს დადებენ. მიკერძოებული მინიშნება: დიდი ბრიტანეთთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც „ჩამოწერეს" გათამაშებიდან, ახლა საკუთარი ბედი, თავად უჭირავთ ხელში.
დეივიდ ჰეინი: ესტონეთს, ჯერ კიდევ აქვს გზა, დაბრუნდეს ევრობასკეტზე, მაგრამ B ჯგუფში, საკმაოდ ვარსკვლავური მოწინააღმდეგეები ჰყავს და თან, რუსეთსა და ჩრდ. მაკედონიასთან უწევს ბრძოლა, იტალიასთან ერთად, რომელიც ფინალური ეტაპის ჯგუფის ტურნირს მასპინძლობს. ესტონეთის შეფარდება არის 1-2, მაშინ, როცა რუსეთის 2-2 და ჩრდ. მაკედონიის 0-2. ესტონელებმა, ერთი თამაში, მოიგეს, 9 ქულით სკოპიეში და ახლა, ბალკანელებს, ამ ქულების ამოღება შემდეგ ფანჯარაში მოუწევთ. 2021 წლის თებერვლის ფანჯარა, რომელიც პერმიში ჩატარდება, რუსეთი, ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება. 18 თებერვალს, ჩრდ. მაკედონია იტალიას შეხვდება, 19 თებერვალს კიდევ, რუსეთს დაუპირისპირდება. ამავე დღეს, იტალია, ესტონეთს ეთამაშება. 21 თებერვალს, კვლავ იტალია და ჩრდ. მაკედონია შეხვდებიან ერთმანეთს. რუსეთი კი, ესტონეთს შეხვდება. ამის შემდეგ, 22 თებერვალს ესტონეთსა და ჩრდ. მაკედონიას შორის უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში გაიმართება და აქ, აღსანიშნია, რომ ეს უკანასკნელი, ხუთდღიან და ხუთმატჩიან მონაკვეთში, მეოთხე თამაშს გამართავენ. ამიტომაა უპირატესობა ესტონეთისკენ, რომელიც ახერხებს ჯგუფიდან გაძვრომას.
იგორ ჩურკოვიჩი: შვეიცარია. ეს ბიჭები იმდენი ხანია ერთად თამაშობენ, ისინი ყოველთვის ახლოს იყვნენ ვიღაცის გეგები ამოეყირავებინათ და ბოლოს ფანჯარაში, როგორც იქნა, სერბეთთან ამის გაკეთება მოახერხეს. ახლა, მათ ფინეთს, 6 ან მეტი ქულით უნდა მოუგონ, რაც შესაძლებელია. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, შვეიცარია, 10 წუთით ადრე იგებდნენ ანგარიშით 50-43. ასეთი წარმატებული პერიოდი, 35-40 წუთი უნდა შეინარჩუნო და თქვენ, მწვერვალზე იქნებით.
ჯეფ ტეილორი: მე მომწონს ეს. სანაკრებო ფანჯრები, რაღაც მხრივ, საერთაშორისო საკალათბურთო დრამას ავსებენ და ამავდროულად, იმედს აძლევენ დაბალი რეიტინგის მქონე საკალათბურთო ქვეყნებს. კეთილი. მე ვაკვირდები D ჯგუფს და ვიწინასწარმეტყველე, რომ შვედეთი რომელსაც 1-3 აქვს შეფარდება და არის 55-ე FIBA-ს მსოფლიო რეიტინგში, ამას შეძლებდა. სტამბულში დაგეგმილი „ბაბლის" წინ, მე-15 ნომერთან თურქეთთან, რომელიც პირველ შეხვედრაში 87-80 დაამარცხა და ახლა, შვედებივით 1-3 აქვს შეფარდება (არ დაგავიწყდეთ, რომ შვედებმა, ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის დროსაც მოახერხეს თურქების დამარცხება). შვედები, ბოლო საკვალიფიკაციოში ასევე თანაბრად ეთამაშნენ ნიდერლანდებსაც (44-ე რეიტინგში), რომელსაც ამ მომენტისთვის, 2 მოგებული და 2 წაგებული შეხვედრა აქვს. ჰოლანდიელებმა, ნოემბრის ფანჯარაში, შვედეთი 78-76 დაამარცხეს.
კითხვა 3 - და რა მოხდება, ახლა თუ პირიქით დავსვამთ კითხვებს. რომელ დიდ ევროპულ გუნდს ემუქრება საშიშროება, დარჩეს ამ საკვალიფიკაციო ჯგუფში?
ბრედლი გეინსი: თურქეთის იქით, ვერ ვიხედები. არა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე საშიშ ზონაში არიან. არამედ, იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის დიდი საშიშროების წინ იყვნენ. ეს გახდა, თანმდევი, მას შემდეგ რაც პირველი სამი თამაში წააგეს და რაც შეიძლება დიდი რყევების მომტანი გახდეს, თუკი არ მოხვდებიან ევრობასკეტის ფინალურ რაუნდში, რადგან ბოლოს, ასეთი 1991 წელს იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი მაინც მოახერხებენ გაძვრომას. შეინ ლარკინმა მოახერხა, ნიდერლანდების წინააღმდეგ მატჩში, შეეჩერებინა ეს წაგებების სერია და ვფიქრობ, ისინი „დაბრუნდებიან" სტამბულის ფანჯრის დროს და საკუთარი გუნდის კოშმარს დაასრულებენ. მაშინაც, თუკი, ისინი შვედეთს დაამარცხებენ, შესაძლოა არ იყოს საკმარისი, ამიტომ, მათ ორიდან ორივე შეხვედრა უნდა მოიგონ.
დეივიდ ჰეინი: ვიტყოდი ლიეტუვა C ჯგუფიდან, ბელგიასთან და დანიასთან ერთად, რომლებიც ევრობასკეტი 2022-ის მასპინძელ ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად, ორი ადგილისთვის იბრძვიან. ლიეტუვამ, შეიძლება ითქვას, თავი მდუღარე წყალში ჩაიგდო, როდესაც დანიასთან, მეორე ფანჯარაში წააგო. განსაკუთრებით, იმიტომ, რომ დანიამ ჩეხეთის დამარცხება მოახერხა. ისევე, როგორც 2020 წლის ნოემბერში, 2021 წლის თებერვალშიც, ლიეტუვა უმასპინძლებს, ამ ფანჯარასაც და ჩეხეთს და დანიას შეხვდებიან. ბელგიასთან კი, ლიეტუვასთან მოდუნების საშუალებაც აქვს. თუმცა, ჩეხეთი, რომელსაც განაღდებული აქვს ევრობასკეტის ადგილი, ისინი ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მათ, უკეთესი შედეგის ჩვენება შეუძლიათ, ვიდრე, ამჟამინდელი ნიშნული 1-3 არის. თუკი, ფინალური მატჩი, ვილნიუსში, ლიეტუვასთვის დანიის წინააღმდეგ, შეიძენს დატვირთვას, „გააკეტე ან მოკვდი", დანიელებს შეეძლებათ მოდუნდნენ, რადგან დასაკარგიც არაფერი ექნებათ. ლიეტუვა კი, იგრძნობს, როგორც უყურებს მილიონობით თვალი ტელეეკრანიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ არ ექნებათ უფლება, მათი გაწბილების.
იგორ ჩურკოვიჩი: არ ვფიქრობ, რომ თურქეთს, ბოლო ფანჯარაში, რაიმე პრობლემა შეექმნას. ამიტომ, ყურადღებას H ჯგუფზე და ლატვიაზე გავამახვილებ. თუკი ისინი, ფიბა ევრობასკეტს გამოტოვებენ, ეს მხოლოდ უიღბლობას შეიძლება დაბრალდეს, პერიოდს, ან სხვა რამეს, რადგან ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, მხოლოდ 1 ქულით წააგეს, ბულგარეთთან - ორი ოვერტაიმის შემდეგ. კვლავ, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან 6 ქულით. 20 თებერვალს, ბულგარეთთან თამაში, მათთვის სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება.
ჯეფ ტეილორი: დანიას, ლიეტუვასთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან მოგებული თამაშებით, სიზმრად, რომ ნახავ, ნოემბერი, ჰქონდა. თუმცა, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული არ აქვს. ვფიქრობ, C ჯგუფიდან, ბელგია და ლიეტუვა მოახერხებენ გასვლას. თუ გახსოვთ, მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-სთან მარცხის შემდეგ, როგორ ამოვარდა კალაპოტიდან თურქეთი, ახლა 3 თამაში წააგო, მათი ბედი, მადარდებს.
კითხვა 4 - წლების მანძილზე, ჩვენ გვინახავს, ევრობასკეტი, რამდენ კალათბურთელს გამოუყენებია კარიერული წინსვლისთვის. თქვენი აზრით, 2022 წლის ევრობასკეტზე ვინ მოექცევა ყურადღების ცენტრში?
ბრედლი გეინსი: ამ საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ნაწილი არის შანსი, რომელიც ახალბედებს დიდ სცენაზე თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. მითუმეტეს, აქ, რომ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი მონაწილეობს. მომწონს, როცა ვუყურებ როკას იოკუბაიტისი, რომელსაც 20 წელი ახლახან შეუსრულდა. მას დებიუტი ძირითად ნაკრებში ნოემბერში ჰქონდა და თავისი გუდისთვის 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ეს არის ის, რაც რეალურად შეიძლება გაიზარდოს და ლიეტუვას ნაკრების ახალ თაობაში გახდეს ლიდერი.
დეივიდ ჰეინი: კენან კამენიასის, ბოსნია და ჰერცოგოვინას მთავარ გუნდში დებიუტი, 2020 წლის ნოემბერში ჰქონდა. მშობლიურ სარაევოში, 20 წლის კალათბურთელმა, ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში, 12 ქულა, 19 წუთში დააგროვა. მომდევნო თამაშში 19 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში და ლატვიის წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ცენტრი იყო დომინანტი, ადრიატიკის ABA ლიგაში, „სპარს სარაევოს" შემადგენლობაში თამაშისას, სადაც მესამე სეზონს ატარებს. მან საშუალოდ, 20.3 ქულა, 8.8 მოხსნა, 1.0 ჩაჭრა და 1.0 ბლოკი ჩაიწერა სათვალავში, და ეს ყველაფერი თამაშიდან ზუსტად ნასროლ 75.0%-თან ერთად. თუკი, მაგალითად, კამენიასი, გადავა რომელიმე დიდ გუნდში, და მომდევნო დიდ ნაბიჯს გადადგამს, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ფიბა ევრობასკეტი 2022-ის სიურპრიზი იქნება.
იგორ ჩურქკოვიჩი: ერთ-ერთი ისრაელის გუნდის დაცვის ხაზის მოთამაშეა. ტამირ ბლატი ან იამ მადარი ტურნირს ისე კარგად ითამაშებენ, რომ თქვენ დაიწყებთ, დღეების მათი სათამაშო დღეების შესაბამისად დაგეგმვას, მიუხედავად იმისა, დედამიწის რომელ ნაწილშიც არ უნდა იყვნენ. ბლატი, 23 წლის ასაკში, უკვე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ლეგენდაა, მაგრამ დიდი წარმატებისთვის, ფინალური ბიძგი სჭირდება. მადარი, ჯეისონ ვილიამსის 2,0-ვით არის. ის იქნება, 21 წლის ფინალური რაუნდის დროს, საუკეთესო გარემო, რომ ტურნის დაამახსოვრდეს.
ჯეფ ტეილორი: ერთმა ნოემბრის ფანჯრის დროს ითამაშა. ვფიქრობ, სულ მცირე დღეში ერთხელ ყურადღებას ბოსნია და ჰერცოგოვინას 23 წლის მსროლელ მცველს, ედინ ატიჩის შენიშნავდით. მან 19 ქულა გააკეთა ლატვიის წინააღმდეგ თამაშში. ატიკის ანგარიშზე არაა სამქულიანები და „დანკები", მაგრამ დაცვაში თამაში, მაფიქრებინებს, „ვაუ, ეს ბიჭი, განსაკუთრებულია!" ლატვიის ამბიციურმა მოთამაშემ, მარეკს მეჟერისმა, ყველას გადაასწრო, მიიღო გადაცემა, ეს ყველაფერი სისწრაფის ხარჯზე გააკეთა, ატიჩის გადაახტა და ფარში, ორი ხელით ჩატენა. "Mr. High Intensity" -ს თამაშში ორი ჩაჭრა და ორი ბლოკი ჰქონდა. სასიამოვნო იქნება მისი ყურება.
კითხვა 5 - ვიცით, რომ ძალიან ადრეა, მაგრამ... ვინ იქნება გამარჯვებული?
ბრედლი გეინსი: ძალიან ადრეა, თან რთული სათქმელია, 20 თვის მანძილზე, როგორი მონახაზი ექნებათ გუნდებს. რაც თავის მახსოვს, ყოველთვის, როცა მნიშნელოვანი ტურნირი იწყება, ესპანეთზე ვიწყებ ფიქრს. მათი თამაშის მანერას ძლიერ აღტაცებაში მოვყავარ და რა თქმა უნდა, ახლა, როდესაც, ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონების რანგში იქნებიან. თუმცა, მე საფრანგეთს ვუქომაგებ. მათ, სიღრმისეულად ბევრი ტალანტი ჰყავთ, დამწყები და ამომავალი ვარსკვლავი, რომელთა ჩართვაც შეუძლიათ, წარმატებულ წრეზე დააბრუნებთ.
დეივიდ ჰეინი: კაცო, რთულ თემაზე მელაპარაკები. საით მიგყავს? ლუკა დონჩიჩი და სლოვენია როგორც მოქმედი ჩემპიონები? მაგრამ მათ სათანადო ხელშეწყობა აქვთ? შეუძლია კი საბერძნეთის ნაკრების დანარჩენ ნაწილს მხარი აუბას იანის ანტეტოკუნმპო? ვინ იქნება ესპანეთის გუნდში? შეძლებს ფრანგთა მომდევნო თაობა ამას? ისრაელის ახალგაზრდულმა ფიბა-ს 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ ფიბა ევრობასკეტი სხვა დონის ტურნირია. დაიჯერებთ ამას თუ არა, სერბეთს არასდროს მოუგია ევრობასკეტი, ბოლო ევროპული გვირგვინი 2001 წელზე და იუგოსლავიაზე მოდის (ამ წელს, ევროპის ჩემპიონი სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრები გახდა - რედაქციის შენიშვნა). ერთ-ერთი თანა-მასპინძელი? საქართველო? იტალია? ჩეხეთის რესპუბლიკა? ოჰ, სულაც გერმანია. დენის შრიოდერი, „ლეიკერსში" ლებრონ ჯეიმსთან სწავლობს, როგორ გახდეს ჩემპიონი და გუნდიც, ძლიერ მოტივირებულია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული იმედგაცრუების შემდეგ. რა თქმა უნდა, რატომაც არა? მოდი, გერმანიის მხარეს ვიქნები.
იგორ ჩურკოვიჩი: საფრანგეთი. არანაირი განსაკუთრებული მიზეზი. თუმცა, ჩანს რომ ამ გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეები, მარტივად ახერხებენ პროფესიულ კალათბურთში გადასვლას. ახალგაზრდები, რომლებიც NBA-ში გარღვევას აკეთებენ და ხედავენ ვეტერანების ბირთვს... საფრანგეთი იგებს, ნაღდად.
ჯეფ ტეოლორი: ეს არის მომეტი, როდესაც ყოველთვის ვწერ ესპანეთს და ვამბობ, შემდეგი კითხვა? მაგრამ ესპანეთი, ცოტა მობერდა. თანაც, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის მერეც, სამი წელი გავიდა. მე სერბეთზე ჩამოვიდოდი. სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ფანი ვარ, რადგან მან საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, მერე რაც სლოვენიისთვის 2017 წელს გააკეთა. მის შექმნილ საქართველოს ნაკრებს არავისი ეშინოდა და ლამაზ კალათბურთს თამაშობდა. და გახსოვდეთ, სლოვენიის მომენტები ევრობასკეტი 2017-ზე. მაშინ, როდესაც ლუკა დონჩიჩი ტრავმირებული იყო, მეოთხე პერიოდში, კოკოშკოვმა მოახერხა და უმაღლეს დონეზე, შეკრა გუნდი. მას ეყო გამბედაობა შეეცვალა დაღლილი გორან დრაგიჩი, სლოვენია კი, კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებდა თამაშს. მე ვხედავ, როგორ მოახერხებს ის, გუნდიდან მაქსიმუმის ამოღებას და იმ გარემოს შექმნას, რომლის ნაწილიც ნებისმიერ მოთამაშეს უნდა, რომ იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სერბეთი.
ფოტო: @FIBA @VAVEL.com