
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 2021 წელს მეორე მატჩი მოიგო. ანტალიის ღია პირველობაზე, 1/16 ფინალში ქართველი თურქ ალთუგ ჩელიქბილექს (309) დაუპირისპირდა და ორ სეტში 7-6(1), 6-4 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2021 წლის პირველ ტურნირზე, გათამაშების მომდევნო ეტაპზე მორიგი მოწინააღმდეგე, ATP რეიტინგის 23-ე ნომერი, 21 წლის ალექს დე მინორი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი, იტალიელი სტეფანო ტავაგლიასა (75) და ბელგიელი დევიდ გოფინის (16) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მესამე შეხვედრა ანტალიის 250 ათასიან ტურნირზე, 11 იანვარს, პირველ კორტზე მეორე შეხვედრაში იასპარეზებენ. პირველი მატჩი ამ კორტზე, თურქეთის დროით 11 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ ქართველი, გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობდა. თურქების უმუთ აქქოიანისა და მერთ ნაჯი თურქერის წყვილის დამარცხების შემდეგ, დღეს, ბასილაშვილი-ბეგემანის წყვილი, ხორვატების ნიკოლა მეტკიჩისა და მეტე პავიჩის წყვილთან 6-0, 6-1 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს, ბასილაშვილი ავსტრალიაში გაემგზავრება. თუმცა, ავსტრალიის ღია პირველობამდე, რომელიც 6 თებერვალს იღებს სტარტს, მელბურნის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, სადაც განთესილი მოთამაშე იქნება.
ასევე იხილეთ სტატია #ბასილა #ბასილაშვილი