
მთამსვლელთა პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს წერაყინი 2020"- ის ნომინანტთა შორის ქართველი მთამსვლელების არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძის და ბაქარ გელაშვილის სახელებსაც ამოიკითხავთ.
ქართველ მთამსვლელთა ასვლები, რომლის ჩამონათვალსაც ახლა შემოგთავაზებთ, „ალპინისტთა ოსკარზე", როგორც ამას თავად ჩვენი ბიჭები მოიხსენიებენ, არის წარდგენილი. აქვე გეტყვით, რომ კონკურზე 2019 წლის შეგედები განიხილება. ასეთი პირველ-ასვლები, ალპურ სტილში კი, ჩვენებს, ჰიმალაიში მანასლუს რეგიონში ჰქონდათ მწვერვალებზე „პანგპოჩე I" (სიმაღლე 6,620 მ.) და „პანგპოჩე II" (6,504 მ.).
საკონკურსო ასვლების ჩამონათვალი American Alpine Journal-ის უფროსი რედაქტორის ლინდსი გრიფინის, ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორის დუგალდ მაკდონალდისა და Club Alpin Francais წევრის, როდოლფ პოპიეს მიერ შეირჩა. ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ასვლების დიდი ნაწილი ახალი მარშრუტებია (ხალი გზით), როგორც ჩანს ორგანიზატორები თავს იზღვევენ და იქვე განმარტავენ, რომ მათი სირთულე, უშუალოდ მონაწილეების მონათხრობებს ეყრდნობა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ჩვენების ასვლა, უკვე მესამე წელია ზედიზედ, მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნის მთამსვლელთა წარმატებების ჩამონათვალში ხვდება, რაც უდავოდ საამაყო და სასიამოვნოა.
წინა ორ დაჯილდოებაზე „ოქროს წერაყინზე" შემდეგი ასვლები იყო ნომინირებული:
2018 - ლარკია 6,425 ჰიმალაი
პირველ-ასვლა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელი ,,ქართული გზა"
ბადრიაშვილი-ტეფნაძე-გელაშვილი
2019 - შხარა 5,203 პირველ-ასვლა ზამთარში
საქართველოდან, ახალი გზით, ალპურ სტილში
ბადრიაშვილი-ტეფნაძე
„პანგპოჩე II" - არჩილ ბადრიაშვილის ფოტო