2004

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


საბაზოდან“  პირველშუალედურამდე“... მერე მწვერვალი!

 

თბილისის სამთო, სათავგადსავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალინიამორიშარშან, 2004 წლის 15 იანვარს დაარსდა. ეს საინტერესო და საჭირო წამოწყება არასამთავრობო ორგანიზაციაკასტირიონსეკუთვნის.

 

ნიამორისორგანიზატორებმა (თამუნა ჯიშკარიანმა, თამარ თავაძემ, ლალი სალიბეგაშვილმა, გიორგი კალატოზიშვილმა, გიორგი მეურმიშვილმა და დავით ჩანტლაძემ) მიზნად დასახეს საქართველოში სპორტისა და ტურიზმის განვითარება და თანაც, საერთაშორისო საზოგადოებისადმი საქართველოს მთიანი რეგიონებისა და მოსახლეობისადმი ინტერესის გაღვიძება.

  

როგორც უკვე გითხარით, ფესტივალის განაცხადი 2004 წლის 15 იანვარს ჟურნალისტთა სახლში გაკეთდა. ტელემაყურებელი კი მარათონში 19 იანვრიდან ჩაება. მაყურებელი ფესტივალში მონაწილე ფილმებს 1 თებერვლამდე ტელეკომპანიაიბერიასეთერით ადევნებდა თვალს, რათა რჩეული ნამუშევარი – “მაყურებლის სიმპატიაგამოევლინა.

 

ფესტივალში, კერძო პირებთან ერთად, სხვადასხვა ტელეკომპანიებმაც (“იბერია“, “პირველი არხი“, “მეორე არხი“, “რუსთავი-2“, ასევევ სტუდიააბკ“, მიიღეს მონაწილეობა). მოგვიანებით, საკონკურსოდ შერჩეულ 24 ნამუშევარს კიდევ სამი ფილმი დაემატა. სამივე (“გზა ღვთის საუფლოეკენ“, “წმიდა მთა“, “წმ. ნინოსა და ანდრია პირველწოდებულის გზებზე“) საქართელოს საპატრიარქოს სტუდიაშია დამზადებული.

 

 

საკონკურსოდ ფილმები ხუთ ნომინაციაში გადანაწილდნენ: “მთა და ადამიანი“, “მოგზაურები“, “ექსტრემი“, “სამთო ექსპედიციადამაშველები“... ჟიურის წევრებს (ია თიკანაძე, გივი მელქაძე, დათო ტურაშვილი, ირაკლი ღლონტი, ირაკლი მეძმარიაშვილი, ალეკო ჯიბლაძე) ჟანრობრივად დაყოფილი ნამუშევრებიდან საუკეთესოების გამოვლენა გაუჭირდათ. შესაბამისად, მათ გაითვალისწინეს ტექნიკური პარამეტრებით (1993 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 2003 წლამდე გადაღებული) ფილმების შეუსაბამობა და ხუთდღიანი თათბირის შედეგი 4 თებერვალს სპორტის დეპარტამენტში გამოაცხადესშემდეგ ეტაპზე 27 ფილმიდა მხოლოდ 10 და ისიც, მხოლოდ ოთხ ნომინაციაში გავიდა.

 

 

მაშ ასეგრან პრის მაძიებელთა ნუსხა, ჟიურისგანაჩენიშემდეგ, ასე გამოიყურება:

მთა და ადამიანი — “ბეთლემიდაწმიდა მთა“;

მოგზაურები  — “ნეპალიდაწმ. ნინოსა და ანდრია პირველწოდებულის გზებზე“;

ექსტრემი  — “მთვლემარე გველეშაპიდაწყალვარდნის ხიბლი“;

სამთო ექსპედიცია — “თუჯი ჩეი ჯომოლუნგმა“, “სუ ალტოდარანდევუ ელ-კაპიტანთან

რაც შეეხება კიდევ ერთ ნომინაციასმაშველებს, აქ კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა ფილმი - “იმედის მცველებიდა ბუნებრივია, გამარჯვების იმედიც 4 თებერვალსვე გადაეწურა.

 

 

ნიამორისმომდევნო გაჩერებაკინოს სახლიგამოდგა. ტექნიკურად გამართული ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე, სწორედკინოს სახლშიშედგა.

 

 

შესაძლოა, ბევრი,ნიამორსთავდაპირველად პესიმისტურად შეხვდა, მაგრამ ფესტივალი ქართული სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების აღორძინების საქმეში, მაინც სტიმული გახდა. გამარჯვებულთა წასახალისებლად ალბათ, ამიტომაც დაირაზმნენ ის ფირმები თუ ბიზნესმენები, რომლებმაც საუკეთესოებისთვის პრიზები დააწესეს. აი, მთავარი პრიზი კი მოვერცხლილი და მოოქროვილი ფილები ნიამორის გამოსახულებით, ეროვნულ ზარაფხანაში დააწესეს.

 

საინტერესოა, რომ პირველივე ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუსეთის, უკრაინის, ფინეთის, შვეიცარიის, იტალიის წარმომადგენლებმა, რამაც ორგანიზატორთა მოლოდინსაც კი გადააჭარბა, მაგრამ... ახალი ფესტივალი (დაფინანსები თვალსაზრისით) საერთაშორისო მასშტაბებს ვეღარ გასწვდა.

 

საკონკურსო ნამუშევრებს თვალს პროფესიონალებიც ადევნებდნენ. მათ შორის, დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია, რომელმაც აღნიშნა: - “სასიხარულოა, რომ დოკუმენტური კინოს შექმნის მცდელობა არსებობს. ფესტივალზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი დიდი შრომის შედეგია. ფილმები, რომლებიც საქართველოს შესახებ მოგვითხრობენ, შესაძლოა, საინტერესო და სასარგებლო მასალადაც კი იქცესდისქავერისთვის“, მაგალითადბეთლემი-2000“ (ოპერატორი ბიძინა გუჯაბიძე და ბენო ქაშაკაშვილი). თუმცა, ასეთ თემებს ფაქიზად და პროფესიულად უკნდა მოეკიდო. ყველაზე მეტად მომეწონა მიშა ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმისუ ალტო“, სადაც შეიმჩნევა ფილმის ავტორის ბენო ქაშაკაშვილის მცდელობა, შექმნას შეკრული და დასრულებული ნაწარმოები. ავტორი აქ მიზანდასახულიაის ხომ პორტრეტს აკეთებს. ასე რომ, დოკუმენტურ კინოში 50 პროცენტი სწორედ შერჩეული თემაა. სახლის მშენებლობას ჰგავს კინო, სადაც კადრები, ქაოტურად კი არა, სწორად უნდა დალაგდეს, რათა შენობა არქიტექტურულად გამართული იყოს“.

 

თბილისის სამთო, სათავგადსავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალინიამორი“ 3 მარტს კინოს სახლში დაიხურა. გამარჯვებულებიც იქ დააჯილდოეს...

 

 

კინოს სახლში... კინოს სახლი ფესტივალის გულშემატკივრებით შეივსო, სადაც კიდევ ერთხელ უჩვენეს კადრები გამარჯვებული ფილმებიდან. საუკეთესოებს სოფო თვარაძე და გიორგი მასხარაშვილი ასახელებდნენ.

 

ნომინაციაშიმთა და ადამიანიგაიმარჯვა საპატრიაქროს ფილმმა წმიდა მთა“, რომელიც არარატის წმინდა მთაზე პირველ ქართულ ექსპედიციას ასახავს. საპატრიარქოს წარმომადგენელი ჟიურის წევრმა, ია თიკანაძემ დაასაჩუქრა და თან დასძინა: - მოხარული ვარ, რომ ჟიურის მუშაობაში მეც ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, ფესტივალი მთის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან დროა საზოგადოებამ სათანადო ყურადღება მიაცქიოს მივიწყებულ მთას. მიხარია, რომ ტრადიცია, რომელსაც საფუძველი მიხეილ კალატოზიშვილმა ჩაუყარა საკუთარი ფილმითმარილი სვანეთს“, გრძელდება. კარგია, თუ ბავშვთა ლაშქრობები მთაში ყოველწლიურად მოეწყობა, თუ საოჯახო ტურიზმი განვითარდება, რომლის მაგალითიც ნიკოლაძეების ოჯახია.

 

სამწუხაროდ მესტიიდან დაჯილდოების ცერემონიას ვერ ჩამოუსწროკლდის ვეფხვის“, მიხეილ ხერგიანის ოჯახის მიერ დაწესებულმა პრიზმა, რომელიც ფილმსწმიდა მთამოგვიანებით გადაეცემა.

 

მაყურებლის სიმპათიად დასახელდა რანდევუ ელ-კაპიტანთან (ფილმი დმაზადებულია 1997 წელს, პროდუსერი ბენო ქაშაკაშვილი, ოპერატორები ბიძინა გუჯაბიძე და ბენო ქაშაკაშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ დროზდოვი), სადაც ოცწლიანი გამოცდილების მქონე მთამსვლელებისთვის საუკეთესო ატრიბუტია  იუმორიცოტა ძეხვი, პური და ბევრი ანეგდოტი... ბენო ქაშაკაშვილი საუკეთესო ოპერატორული ნამუსშევრისთვისაც დაჯილდოვდა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მაყურებლის სიმპატიის მფლობელი ტელეკომპანიაიბერიასეთერით ფილმების ჩვენების დროს მომუშავე ინტერაქტივმა გამოავლინა.

 

ნომინაციაშიმოგზაურებიგაიმარჯვა ფილმმა ნეპალი (დამზადებულია 2003 წელს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის მიერ), რომლის რეჟისორი და ოპერატორია თემურ გოგოლაძე.

 

ექსტრემშიგამარჯვებული აღმოჩნდა რევაზ შალიბაშვილისმიწისქვეშა ვერტიკალი“. მისი ფილმი იმედის მცველები კი ერთად-ერთი აღმოჩნდა ნომინაციაშიმაშველებიდა... კონკურენტი რომ არ ჰყავდა, ამის გამო დაჯილდოვდაო, აღნიშნა სოფო თვარაძემ... თუმცა რევაზ შალიბაშვილი მხოლოდ ამიტომ არ დაჯილდოვდა. მან I ფესტივალზე სტუდიაირაოშიდამზადებული, ფესტივალის თემატიკის, ყველაზე მეტი ფილმი წარმოადგინა. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმებისსაუკეთესო ორგანიზატორადაცრევაზ შალიბაშვილის გუნდის წევრი და თანამებრძოლი, ერთ-ერთი პოპულარული სპელეოლოგი მამუკა ნიკოლაძე დასახელდა.

 

სხვათა შორის, პრიზები თავად მამუკა ნიკოლაძემაც დააწესა სპელეოლოგთა სახელით, თუმცა ბუნებრივია მათი მფლობელი სხვა გახდა. ისინი, ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციისპირველი ნაბიჯისმფობელს ერგო. ეს პრიზი, მომავალშიც დოკუმენტურ კინოშიახალბედასგადაეცემა. პირველი ლაურეატე კი ტელეკომპანიაიბერიასსაინფორმაციო სამსახურის ოპერატორი და ახალგაზრდა მთამსვლელი ნიკა ლებანიძე გახდა.

 

ნომინაციაშისამთო ექსპედიციაისევ და ისევ ბენო ქაშაკაშვილმა და ამჯერდა მისმა სუ ალტომ გაიმარჯვა. ეს ფილმი მოსკოვის სამთო ფილმებისა და იტალიის, ტრენტოს სამთო ფილმების ფესტივალებში მონაწილეობდა.

 

ამ ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ დროზდოვი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. გრან-პრი კი ნინო ჯაფიაშვილს გადაეცა, ფილმისთვის თუჯი ჩეი ჯომოლუნგმა“. ფილმი 3 მარტს კინოს სახლში კიდევ ერთხელ უჩვენეს.

 

წარმატებით ნასიამოვნები მონაწილეებიალპინისტები თუ მთამსვლელობით გატაცებულები უკვე აცხადებენ, რომ ფესტივალში მომავალ წელასც მიიღებენ მონაწილეობას. “ნიამორისორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ 2005 წელს თბილისის სამთო, სათვგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბებს შეიძენს.  

 

ფოტოგამოფენაეს დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი დღით ადრე მოხდა... მთამსვლელები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, ეგოისტური ესთეტიკის დასაკმაყოფილებლად იპყრობენ მწვერვალებს. ბევრს, ალბათ სჯერა ამ საშიში და საინტერესო სპორტის მიმდევართა აქსიომის, რომელსაც ეჭვის თვალით ვერ შეხედავთ. ალპინისტები ხომ ტაშის, მაყურებლისა და აუდიტორიის გარეშე მიიკვლევენ ყველაზე საშიშ მარშრუტებს... თუმცა ბოლო დროს მთამსვლელთა ეს აქსიომა ირღვევა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევი და მისახვედრია.

 

მართალია, მაყურებელთა გაოცებულ სახეებს ალპინისტი მწვერვალზე ასვლისას ვერ ხედავს, მაგრამამბები”, რომლებიც მათ მთიდან ჩამოაქვთ, ყოველთვის საინტერესოა და უსაზღვრო მოწონებას იმსახურებს. ბოლო დროს ფოტოგრაფია ალპინიზმის განუყოფელ ნაწილად იქცა. თითოეულ მთამსვლელს უჩნდება პრეტენზია, რომ ფირზე დააფიქსიროს სამყარო, რომლის ნახვის საშუალება დედამიწაზე უამრავ ადამიანს არასდროს ექნება. უფრო მეტიც, მთამსვლელები არა მარტო მოყვარულის დონეზე ურთიერთობენ ფოტოკამერასთან, არამედ სერიოზულ განაცხადს აკეთებენ ფოტოხელოვნებაში. ამის ერთ-ერთი უალტერნატივო მაგალითი გასული სუკუნის მთამსვლელი და ფოტოხელოვანი გურამ თიკანაძე გახლდათ. სწორედ გურამ თიკანაძის ხუთი ფოტონამუშევარი გახდა გუშინ გალერეაუნივერსშიგამართული ფოტოგამოფენის მონაწილეთა ათვლის წერტილი.

 

გალერეაუნივერსისდარბაზში, ფესტივალნიამორისფარგლებში, გუშინ ათი მთამსვლელისა და ფოტოხელოვანის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ ნამუშევართა უმეტესობა კარგად არის ალპინიზმის მოყვარულთათვის ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ალპინისტები უკვე ძალიან ხშირად, თითქმის ყოველი ექსპედიციის შემდეგ ახდენენ საკუთარი ფიზიკური ძალისა თუ ნიჭის დემონსტრირებას, ამაში კი მათ ყოვლისშემძლლე ფირი წარმატებით ემსახურებათ...

 

უნივერსისდარბაზში გურამ თიკანაძის ცნობილი ფოტოების გვერდით იხილავთ ასევე ცნობილი ალპინისტებისბიძინა გუჯაბიძის, ბენო ქაშაკაშვილის, გელა ოთარაშვილის ფოტოებს. წარმოდგენილ ნამუშევრებში უმეტესად რეპორტაჟული ფოტოები სჭარბობს და თითქმის ყველაყინულის ამბებსმოგვითხრობს. ფოტორეპორტაჟების გმირები ყველაზე საშიშ და ცხელ (უფრო ზუსტად, ცივ) წერტილებზე ამტკიცებენ თავიანთ პროფესიონალიზმს. თოკზე დაკიდებული მთამსვლელები ბუნებრივად პოზირებენ კოლეგების წინაშე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დადგმულ კადრებთან გვაქვს საქმე.

 

გუშინ გალერეაუნივერსშიახალგაზრდა მთამსვლელ ფოტოგრაფების ნამუშევრებიც მრავლად იყო წარმოდგენილი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს: კოტე გუჯაბიძე, ლევან ჩიქოვანი, ანი ჩიქოვანი, ნინო ალავიძე, თათა ათანელი... სოფო თვარაძე კი პირველი ქართველი ალპინისტი გოგონაა, რომელმაც ჰიმალაის მწვერვალები დალაშქრა. მის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში მხატვრული ფოტოები სჭარბობს, ანუ ავტორი ყურადღებას უთმობს კადრის კომპოზიციურ დადგმას. გამოფენის ერთ-ერთი რჩეული ფოტო სწორედ თვარაძისსვანეთიიყო. ფოტოზე გამოსახულ თოვლის თეთრ სამყაროს სიცოცხლის იმპულსს ობიექტივის მიერშემთხვევითაღმოჩენილი და მარტოობისთვის განწირული ხე ანიჭებს.

 

თათა ათანელის რიგით ფოტოზე კი ფოტოკამერა მყინვარწვერზე ადამიანის ხელისგულზე მყუდროდ მოკალათებულ მწერებს აფიქსირებს. კოტე გუჯაბიძე ახალგაზრდა მთამსვლელი და ფოტოხელოვანია, რომელიც ბეთლემის გამოქვაბულში ქალებისთვის აკრძალულ სამყაროში ცდილობს ფირზე აღბეჭდოს ეს გარემო და გამოქაბულიდან დაბრუნებულმა ყველას დაანახოს როგორია განდეგილისეული სამყარო.

გალერეაუნივერსშიწარმოდგენილი გამოფენა, ფესტივალნიამორისბოლო კულტურული ღონისძიებაა. “უნივერსისხელმძღვანელობამ ფესტივალის ორგანიზატორებს უფასოდ დაუთმო საგამოფენო დარბაზი.

 

განსაკუთრებული სიყვარული აქვს ჩვენს გალერეას .. მთის ფოტოგრაფების მიმართ, პირადად მე სვანი ვარ”, — აცხადებსუნივერსისხელმძღვანელი ლალი ღოღელიანი.

 

პირველი ფესტივალის კიდევ ერთი ქაცია...  ნიამორი რის ნიამორია თუ მთიან ფერდობებზე არ გაინავარდა, ჰოდა, ფესტივალინიამორიგუდაურსაც ეწვია. იქ, მისი საინფორმაციო მხარდაჭერით საქართველოს რიგით მეხუთე ჩემპიონატი ჩატარდა სნოუბორდში... ფესტივალის ორგანიზატორებს კი ახალი იდეა გაუჩნდათმეორენიამორისდროს ფილმებს და ფოტროგამოფენას სპორტული ღონისძიებებიც დაუმატონ. ვნახოთ...

 

 

ავტორები: თამარ კიკნაველიძე, ესმა ლემონჯავა