მნიშვნელოვანი ფლეი-ოფი ქართველი ხელბურთელებისთვის - ხვალ 18:00 საათზე, თბილისი არენაზე
მნიშვნელოვანი ფლეი-ოფი ქართველი ხელბურთელებისთვის - ხვალ 18:00 საათზე, თბილისი არენაზე
08.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ხვალ, თბილისი არენაზე 18:00 საათზე, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ავსტრიის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ბოლო საგზურისთვის ფლეი-ოფში დაუპირისპირდება. ამ ორ-რაუნდიანი დუელის მეორე შეხვედრა 12 მაისს, უკვე ვენაში ჩატარდება. შესაბამისად, ტიტე კალანდაძის გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ხვალინდელ მატჩში მოგება, დადებითი ბალანსით და ამისთვის ხელბურთელების გარდა, გულშემატკივრის ფაქტორიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მატჩზე დასწრება კი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით გულშემატკივრისთვის თავისუფალია.


ერთი საინტერესო დეტალი, რის შესახებაც ჩვენი გვერდიდან გუშინ შეგატყობინეთ, ის არის, რომ საქართველოს ნაკრებში, ნიკოლოზ კალანდაძის გარდა ყველა ტრავმირებული ჯანმრთელადაა და 6 მაისიდან მოყოლებული გუნდთან ერთად ვარჯიშობს.


დღეს, საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. სწორედ ამის შემდეგ, ტიტე კალანდაძემ ის 16 ხელბურთელი დაასახელა, რომლებიც ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნებიან:


მეკარეები:

ზურაბ ცინცაძე (#12 / Azoty Pulawy, პოლონეთი),

დავით ნიქაბაძე (#87 /  SGAU-Saratov);


ხაზის მოთამაშეები:

ერეკლე არსენაშვილი (#18 / CB Puente Genil, ესპანეთი),

გიორგი ლაპიაშვილი (#3 / BSB Batumi, საქართველო);


მარცხენა უკანახაზელები: 

ზურაბ გოგავა (#24 / LHC Cottbus, გერმანია),

თეიმურაზ ორჯონიკიძე (#14 / GRK Ohrid, ჩრდ. მაკედონია),

ზურიკო სიმონია (#94 / Kutaisi 2015, საქართველო);


მარცხენა გარემარბები:

ხაზეინ რუსტამოვი (#7 / MRK Iskra Bugojno, ბოსნია და ჰერცეგოვინა),

ვახტანგ ხელისუფალი ( #5  / „სამტრედია", საქართველო);


მარჯვენა გარემარბები:

გიორგი დიხამინჯია (#71 / HK Lovosice, ჩეხეთის რესკუბლიკა),

ირაკლი გოგოლაძე (#15 /  BSB Batumi, საქართველო);


მარჯვენა უკანახაზელები:

გიორგი ცხოვრებაძე (#11 / VfL Gummersbach, გერმანია),

სანდრო დარსანია (#21 / OS Belenenses, პორტუგალია);


ცენტრალური უკანახაზელი:

ირაკლი კბილაშვილი (#10 / AHC Potaissa Turda, რუმინეთი),

გიორგი არეშიძე (#9 / STU-Pegasi, საქართველო),

მირიან გავაშელიშვილი  (#34 / RK Metaloplastika Sabac, სერბეთი).