2007

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11 თებერვალი 11 საათი... ჟურნალისტური სტარტი ტატრაზე


თებერვლის დასაწყისში თბილისში ისე დათბა, რომ ხეებმა თითქოს კვირტებიც კი გამოისხეს. სითბოს მოყვარულებმა შვებით ამოისუნთქეს. ზამთარმა თითქოს ფესტივალინიამორისორგანიზატორებსაც მოგვაბეზრა თავი, მაგრამ შიში, რომ შესაძლოა, ჟურნალისტებს შოროს მეორე სათხილამურო ჩემპიონატი ჩაიშალოს ყველა შეგვაფიქრიანა. არა და, შეჯიბრში მონაწილთა რიცხვმა (წინასწარ გამოცხადებულ ვადებში) 43- მიაღწია. ისე, არც .. “დედლაინისშემდეგ დადუმებულა ჩვენი ტელეფონები. ასეთ შემთხვევაში პასუხი ერთი იყოკეთილი, მობრძანდით ბაკურიანში, ტატრაზე, სტატამდე ერთი საათით ადრე და გაიარეთ რეგისტრაცია. მოვლენებს წინ გავასწრებ და იმასაც გეტყვით, რომ საბოლოოდ მონაწილეთა რიცხვა 60- გადააჭარბა.


სად შეგროვდით ამდენი? და გინდა თქვა, რომ ყველა სრიალებს?”- ნიამორული შეჯიბრების გენერალური სპონსორის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეკითხვას შეკითხვაზე გვაყრიან. “ფეისებიმოდიან?” – არ ისვენებს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გოგონა... “მოდიან. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ზალიკო უდუმაშვილი, დიკო ჯოჯუა, დუტა სხირტლაძერუსთავიდან... ვახო მამალაძე მზიდან... თიკო ნატროშვილი, რადიო ფორტუნადან... ვახო ნიკოლავასაზოგადოებრივი მაუწყებლიდან, პაატა თოთაძეგაზეთი ლელოდან... სანდრო ნავერიანიცხელი შოკოლადიდანკიდევ ვინ გინდა ჩამოგითვალო?”, ვპასუხობთ ჩვენ... თუმცა ეს სია საბოლოოდ შიცვალა დაყველაზე, ყველაზე გაპიარებული ფეისებიახალმა საინტერესო სახეებმა ჩაანაცვლეს...

გამგზავრების წინა ღამეს, შეჯიბრების ორგანიზატორებს არც მეტი არ ნაკლები საქართველოს ნომერი პირველი მოთხილამურე სოფო ახმეტელი დაგვიკავშირდა. “მეც ხომ ჟურნალისტი ვარ, შეიძლება შეჯიბრზე გამოვიდე? ბიჭებს მაინც შევეჯიბრები? მაშინ ისე მაინც წამოვალ?” – კითხვებს გვაყრის სოფო. საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ შეჯიბრს გახსნის და ჟურნალისტების მხრიდან 3 წლიან დისკვალიფიკაციას დასჯერდება. დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ კი სოფო სხვა ჟურნალისტებთან ერთად იასპარეზებს...

 

 

 

ასეა თუ ისე, ყველა მონაწილე 10 თებერვალს დილის 7 საათზე სპორტის სასახლესთან რამდენიმე მიკროავტობუსში გადანაწილდნენ და ბაკურიანის გზას დაადგნენ. იმავე დღეს თოვლს გემო მოუსინჯეს და საღამოს რვა საათისთვის სასტუმრომონოპოლშიკენჭისყრაზე შიკრიბნენ... ამ ფორმალობის დასრულების შემდეგნიამორმაასპარეზი ფესტივალის რადიო-პარტნიორს ფორტუნას დაუთმო. თხილამურებში შეჯიბრამდე ჟურნალისტებმა კბილი ერთმანეთს სიმღერაში მოუსინჯეს. ამ დარგში ბადალი, ცნობილ საფეხბურთო კომენტატორს დათო მინაშვილს არ ჰყავდა... გასული საუკუნის 80-იანი წლების ცნობილი ქართული ჰიტინატვრის ხემან უნაკლოდ შეასრულა და დამსახურებულადაც დაიმსახურაისი პარისმაღაზიათა ქსელის საჩუქარი.

 

 

 

11 თებერვალი ბაკურიანში თბილი და მზიანი გამოდგა. ვიდრე ადგილობრივი სპორტსკოლის წარმომადგენლები ტატრაზე, საასპარეზოდ ტრასას დაამზადებდნენ მონაწილეებმა თავი სრიალით იჯერეს და ისე დაიღალენ, რომ ბევრმა შეჯიბრში მონაწილეობაც კი გადაიფიქრა.

 

მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე მთავრდებოდა, როცა ჩვენთან ტელეკომპანია ალანიას წარმომადგენლები მოვიდნენ და რეგისტრაციაში წარმოშობით ცხინვალელი ჟურნალისტი ანზორ ჯიოევი გაატარეს. მას 48 ნომერი ერგო წილად. თუმცა ცხინვალის მკვიდრისთვის ამას ხელი არ შეუშლია 35 კარიანი ტრასა ყველაზე სწრაფად დაეძლია და მაღაზიაექტრემისდაწესებული თხილამურიც აეღო პრიზად პირად ასპარეზობაში გამარჯვებისთვის. გოგონათა შორის საუკეთესო ტელეკომპანია მზის წარმომადგენელი ანკა ნიჟარაძე იყო. გოგონათა შორის მეორენიამორისშარშანდელი გამარჯვებული, “რადიო უცნობისპროდიუსერი ნინო გაჩეჩილაძე გახდა. მესამე საპრიზო ადგილს კი ფესტივალის გუნდის წარმომადგენელი ანი გოცირიძე დასჯერდა. ვაჟებში მეორე ჟურნლიკარატე დოწარმომადგენელი ზურა რუხაძე გახდა. მესამე აქაც, “ნიამორისგუნდის წევრი ფოტორეპორტიორი ავთანდილ გურგენიძე გახდა.

 

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ დაწესებულ გარდამავალ თასს, მისი პირველი მფლობელი ნიამორის გუნდი გახდა. კიდევ ორი წელი ნიამორელები ამ თასს სამუდამოდ დაიტოვებენ... აიჩაინიკსკი შეიძლება ითქვასრუსთავი-2” მეორე წელია ხელიდან არ უშვებს. ამჯერად ოჯახისთვის ასე რიგ საჭირო ნივთი, თანაც, რომუსტვენს”, კურიერის პროდუსერს აჩიკო მიქაძეს შეხვდა, გოგონებში თათია პაქსაშვილს-საზოგადოებრივი რადიოდან...

14 თებერვალი. “ნიამორმაუნივერსში შეირბინა... ბაკურიანიდან გვიან საღამოს დავბრუნდით. მომდევნო დღე ორშაბათი, თანაც რიცხვი 13 იყო... უამრავი საქმეფოტოების მოსაწვევების, აფიშების ბეჭვდვა, დარიგება, ყველა სტუმრისა თუ მონაწილის გადაფრთხილება დღის პირველ ნახევარში მოვასწარით...

 

დღის ბოლოს კი გალერეაუნივერსში” (მისმა დიასახლისმა ლალი ღოღელინმანიამორსთავშესაფარი ჯერ კიდევ 4 წლის წინ მისცა და გალერეა დღემდე ფესტივალის საყვარელი საგამოფენო სივრცეა) ექსპოზიციის გამზადება დაიწყო...

ფოტოკონკურსის დასკვნით ეტაპზე, რომელიც ფესტივალის ტრადიციული თანამგზავრია 400-ზე მეტი საკონკურსო ფოტო შემოვიდა. თუმცა, მკაცრმა ჟიურიმ მხოლოდ 16 ავტორის 46 ფოტოს მისცა ვიზა დასკვნით ეტაპზე... ექსპოზიციამ დაგეგმილზე მეტხანს გასტანა. თუმცა ჟიურიმ გამარჯევბულები გამოფენის გახსნისთანავე გამოვალინა... გამარჯევბულ ფოტოებას რომა ლომიძისალაზნის ველიდა დავით ბუაჩიძისჭაუხიდაასახელეს. საუკეთესო რეპორტაჟად ჰაერონაოსნობის წარმოდგენილი ნამუშევრები აღიარეს. ფოტო-კონკურსის გენერალური სპონსორის, სამშენებლო მოდულის (თუმცა ყველა პრიზი ამ კომპანიის დაწესებული იყო) საგანგებო ჯილდო კვლავ რომა ლომიძეს გადაეცა. ფინალისტებს საცუქრები, ფესტივალის ძველმა პარტნიორაფოტო სამყარომაცგაუმზადა.

მთელი თებერვალი.... ფესტივალინიამორისფარგლებში წელს პირველად ლიტერატურული კონკურსიც გაიმართა. ამ კონკურსისპატრონობადა ფულადი ჯილდოების დაწესება საკუთარ თავზე ჟურნალმაცხელი შოკოლადიაიღო. ახლა გამარჯვებულ ნაწარმოებებს საკუთარ ფურცლებზეც დაბეჭდავს. მანამდე კი თითქმის მთელი თვე, თუ არა მეტი, ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრები (ყველაზე მკაცრი ჟიური მთელს ფესტივალზე) ფიქრობდნენ, ბჭობდნენ, “ჩხუბობდნენ”, თუ ვისთვის მიენიჭებინათ გამარჯვებულის წოდება. ბოლოს, ფესტივალის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, პირველი ნიამორულ-ლიტერატურული გამარჯვებულებიც დაასახელს ნიკა იმედაშვილი, თინათინ მოსიაშვილი და სოფო თვარაძე.

კონკურსის მთავარი მიზანი მოგზაურის დღიურების და ჩანაწერების გამომზეურება და ფართო მკითხველამდე მიტანაა. სწორედ, ამიტომ ახლა, გამარჯვებული მოთხრობებიდან ფრამენტებს გთავაზობთ

ყველაზე მძიმე პირველი ღამეა, მიწაზე წოლით გვერდები გტკივა. გულაღმა დაწვები ვერ იძინებ, გვერდზე გადაბრუნდები მალ-მალე გეღვიძება და გაბუჟებულ ფეხს ან ხელს ისრეს, რომ ნემსებივით მჩხვლეტავმა ტკივილმა გაგიაროს. გიო დილით ხმაურმა გამოაღვიძა, ძილბურანში წვიმა ეგონა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ბანაკი მდინარის პირას გაშალეს.

ზანტად წამოჯდა, ისე რომ საძილე ტომრიდან არ ამომძვრალა და კარვის ჭუჭრუტანაში გაიჭყიტა. ნისლი ჩამოწოლილიყო, ჯერ კიდევ დილის სუსხი იგრძნობოდა. ბალახიან ფერდზე მოფენილ კარვებს შორის ხალხი დაფუსფუსებდა. ზოგს ჯამი და ჭიქა ეჭირა და სასადილო კარვისკენ მიემართებოდა, ზოგსაც მხარზე პირსახოცი გადაეკიდა და მდინარისკენ მიეშურებოდა. ცოტა რომ გამოფხიზლდა, გარეთ გამოძვრა და სელპირის დასაბანად წყლისკენ დაეშვა. წუხანდელი წვიმით გაჟღენთილმა ბალახმა შარვლის ტოტები დაუსველა. წვიმა კი იციცხლე, გვარიანი გამოდგა. ჯერ ბანაკის გაშლა არ დაემთავრებინატ, რომ დაუშვა. კოკისპირულიო ამაზეა ნათქვამი, მდინარის მაგვარი ნიაღვრები წამოვიდა და კარვებში შევარდა. ყველა გაილუმპა, გუბეებში მოუწიათ ძილი. ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც გიომ წინა დღით ავტობუსში მოკრა თვალი, თავდაჯერებული სახით კარვიდან გამოძვრა, ნივთები გამოალაგა და ზურგჩანთის ჩალაგებას შეუდგა.”

უფილტრო სიგარეტი
ნიკა იმედაშვილი
საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები

თუშების სამკვიდრო, ტრადიცულად, მთა იყო. ბარის ადგილები მოგვიანებით აითვისეს. ლეგენდის თანახმად, ბახტრიონის ომის მერე მეფემ გადაწყვიტა, დაეჯილდოვებინა თუშები. ზეზვას მეფისთვის ბარად საზამთრო საძოვრები მოუთხოვია, სადამდეც ჩემი ცხენი გაჭენდება ალონის ველზე, ის ადგილები მოგვეციო. ბახტრიონის ციხიდან გაჭენებული ნაომარი ცხენი ტახტიბოგირთან სასიკვდილოდ წაქცეულა. ცხენი პატივით დაუკრძალავთ. `აწ აქ ისახლებსო თუშთა მოდგმა~, _ უბრძანებია მეფეს. თუშებს ის ველი მიუღიათ, სადაც ზემო და ქვემო ალვანია გაშენებული. ალონის ველი ზეზვას ლურჯას ნაჩუქარიაო, დღესაც ამბობენ თუშები.   
აბანოს უღელტეხილთან ვჩერდებით, დაახლოებით 3000 მეტრზე ვართ (უფრო ზუსტად 2926 მეტრზე). ცივა. თბილ ქურთუკებს ვიცვამთ (წარმომიდგენია  როგორ ცხელა თბილისში). ცოტა ქვემოთ, გზის ქვედა მხარეს, თორღვას აბანოა და ამიტომ ჰქვია უღელტეხილს ასეთი სახელი. ტრადიციის მიხედვით, ამ ადგილას აუცილებლად უნდა გაჩერდე. ჯგუფის წევრთაგან თუშეთში მხოლოდ მე მივდივარ პირველად, ამიტომ `ნათლობა~ უნდა შედგეს, არაყიან ჭიქას მაწვდიან. პური, თუშური ყველი, ძეხვი, გოგი ბიძიას ეზოდან წამოღებული კიტრი... თუშეთში ღორი ტაბუდადებული ცხოველია. ღორს არც ინახავენ, არც  ხორცს ჭამენ. მისი ნაწარმის შეტანაც ტრადიციული ნორმებით აკრძალულია (მწყემსები ღორის ტყავით დამზადებულ ქალამნებსაც კი იხდიდნენ, გზაში ინახავდნენ, აქ ხარის ქალამნებს იცვამდნენ). ბარში თუშები უარს არ ამბობენ ღორის მწვადზე, მაგრამ უღელტეხილს იქით არც ხორცი და არც ღორის ხორციანი ძეხვი არ შეაქვთ. ამ ტრადიციას არ ღალატობენ სტუმრებიც...”

თუშეთი
თინათინ მოსიაშვილი
საუკეთესო დოკუმენტური მოთხრობა

დილით ყველას დანიშნულ დროზე ადრე გვეღვიძება. ჯერ გათენებულიც კი არ არის. საბოლოო სამზადისი, ვალაგებთ ზურგჩანთებს, ვსვავთ ჩაის და ველოდებით როდის გათენდება. ბინდის გაფანტვასთან ერთად გავდივართ კარვიდან და თოკებზე ვიწყებთ მოძრაობას. აქ, სიმაღლეზე სიცივე საკმაოდ საგრძნობია, თანდათან კლდეების დახრილობაც მატულობს. გავდივართ თოვლიან პლატოზე და ცოტა ხანს ვიხვენებთ. აქედან უკვე თოვლსა და ყინულზე გადაადგილება გვიწევს. ამინდი ჯერ კიდევ კარგია... მალე, შორიახლოს ღრუბლები გამოჩნდნენ და მწვრვალიც ნისლში გაახვიეს.
სხვების არ ვიცი და მე მოძრაობა სულ უფრო და უფრო მიძნელდება. მინდა, ყოველი მეტრის შემდეგ გავჩერდე და დავისვენო, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ. თუ ეს გავაკეთე... ასეთი ტემპით ხომ წვერზე ასვლა არარეალურია?! თავს ძლას ვატან და თითქმის მექანიკურად ვაგრძელებ სვლას. თავში საერთოდ არანაირი აზრი არ მიტრიალებს, გარდა ერთისა: “უნდა ავიდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც ავალ!”. ნისლი გახშირდა, რამდენიმე მეტრში ვერაფერს ვხედავ. ვიცი მხოლოდ, რომ თოკზე ვარ დაკიდებული და გზას ვერანაირად ვერ ავცდები. ჩემს წინ აფი მიდის, მისთვის დამახასაიათებელი სისწრაფით. ის, უკვე დიდი მანძილით ჩამომშორდა. უკან გეგე და მერე, ბენო მომყვებიან. გეგე ყოველ წამს მკაცრად მაფრთხილებს, რომ ხშირად არ შევისვენო. ალბათ, მისი რიდით და შიშით, ბოლომდე, სანამ ძალა არ გამომელევა ვცდილობ არ გავჩერდე. მერე ვისვენებ და ისევ, გელას ყვირილით შეგულიანებული ვაგრძელებ მოძრაობას.
ერთის შეხედვით, ვიზუალურად, მწვერვალი ძალიან ახლოს არის, მაგრამ ამ თოკებს და ყინულსაც ბოლო რომ არ უჩანს? ბოლოს ვხვდები, რომ ერთადერთი სურვილით ვარ შეპყრობილიმალე დასრულდეს ეს გაუთავებელი მაღლა სვლა. გავდივარ მწვერვალზე, სადაც აფი დაახლოებით ერთი საათია გველოდება, ოდნავ შეციებული თავისკენ გვეპატიჟება.”

ამა დაბლამი
სოფო თვარაძე
საუკეთესო დოკუმენტური მოთხრობა


3 მარტი. ფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელა. ფესტივალში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია, წელს კიდევ უფრო გაიზარდა და მასში საერთო ჯამში ათი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილოება. უფრო ზუსტად ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა ფესტივალში მონაწილოების განაცხადები გადმოაგზავნეს, შემდეგ ფილმებიც... თუმცა, როგორც წინა წლებში თბილისამდე ყველა ფილმმა ვერ ჩამოაღწია... მეორე წელია მარგრეტ ჯეიმსის ფილმი ნეპალელ შერპაზე ვერ მოდის ფესტივალამდე. გზაში გაუჩინარდა 2 ავსტრიული და 2 ამერიკული ფილმი. ხოლო 4 იტალიური სამკვირიანიუჩვეული თბილისური არდადეგებისშემდეგ კლავ იტალიაში დაბრუნდა... პოლიტიკური ვითარების და საჰაერო და საფოსტი მიმოსვლის შეჩერების გამო თბილისში ვერ ჩამოაღწია ორმა რუსულმა ფილმმა სანქტ-პეტერბურგიდან.


ამ ფილმებთან ერთად, თუ მათ გარეშე ფესტივალი ნიამორი მაინც ჩატარდა და თანაც საკმაოდ დაძაბული პორგრამით.საბოლოოდ თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალინიამორი” - 2007-Kiran Over Mongolia. ნომინაციაში საუკეთესო ალპინისტური ფილმი, რუსულმა ფილმმა «Симфония Жанну» გაიმარჯვა. ამ ფიოლმის გმირმა, ცნობილმა რუსმა მთამსვლელმა ალექსანდრე რუჩკინმა, ორ ხალხს შორის მეგობრობისთვის სპეციალური დიპლომითაც დაჯიდლოვდა. ორგანიზატორების ასეთი გადაწყვეტილება თბილისში, ფესტივალიზე ელექტრონულ ფოსტაზე მოსულმა ერთმა წერილმა განსაზღვრა. წერილში საშა სინანულს გამოთქვავდა, რომ მისი დიდი სურვილის მიუხედავად იგი ქართულ ფესტივალზე ფილმს ვერ აგზავნიდა და ეს, რომ ასე იქნებოდა მას საქართველოდან ერთმა პოლიტიკოსმაც შეატყობინა... თუმცა, ექსტრემალური გარემო ჭეშმარიტ მთამსვლელს ვერ შეაშინებს და საშამაც ორგანიზატორებთან კონსულტაციის შემდეგ გარისკა ფილმის თბილისში გამოგზავნა. ამ ფილმს ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდა. ალბათ, ისევე განსაკუთრებულად, როგორც ფესტივალის შარშანდელი ნომინანტის სტუდიატეტონ გრევიტი რესერჩისახალ ფილმს.

ფესტივალის ერთგული მაყურებლის მოლოდინმა გაამართლა. ამერიკული სტუდიის მიერ წარმოდგენილი ორი ფილმიდან ერთმა An-n-omaly, ნომინაციაში საუკეთესო ექსტრემალური პროექტი გაიმარჯვა და შარშანდელის მსგავსად ეს პრიზი კვლავ შტატებში წაიღო.

საინტერესო გამოდგა ქართულ ფესტივალზე სლოვაკური დებიუტი. რაც არ უნდა იძახონ ამ პატარა ქვეყნის წარმოდგენილ ორი ფილმს აშკარად ემჩნეოდა პოსტსოციალისტური სკოლა, დახვეწილი სცენარი, ყველასთვის გასაგები შინაარსი და სიჟეტის განვითარება. სხვათა შორის, ჟიური დიდხანს ფიქრობდა რომელი სლოვაკური ფილმისთვის მიეცა საბოლოო გამარჯვება და ბოლოს არჩევანი  ამაზონიის ვერტიკალზე შეაჩერა. ფილმი საუკეთესო გახდა სამოგზაურო ფილმებს შორის. წლევანდელნიამორზეკიდევ ერთი პრიზი გაემგზავრა ევროპაში. ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო უცხოურ ფილმად ფრანგული Passagers de L’Everest  აღიარეს. ფრანგული ფილმი ევერესტზე მიმავალი შეყვარებბული წყვილი ტრაგიკული ისტორიაა.

ახვიდე მწვერვალზე და არ გადააბიჯო მას... ფილმი მოგვითხრობს ძველი თაობის მთამსვლელ ზურაბ სუჯაშვილზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, საქმიანობაზე, გარემოსა და ტრადიციებზე, რომლითაც ის ცხოვრობს. მოქმედება ვითარდება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის - ხევის სოფელ გერგეტსა და მთა მყინვარწვერის (5033 ) მიდამოებში”- ასეთი ანიტაცია გაუკეთა საკუთარ ფილმს ზურაბი ახალგაზრდა ოპერატორმა და რეჟისორმა გიორგი მრევლიშვილმა, რომელმაც საუკეთესო ქართული ფილმის წოდება, ნიამორი და აუდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ დაწესებული ციფრული ვიდეოკამერა ერგო წილად.


ხევსურეთის სოფელ არდოტში ცივილიზაციის ერთი ნაწილი აღმოაჩინეს. ჩეჩნების ვერტმფრენი მათ მახლობლად ათი წლის წინ ჩამოვარდა. და რადგან ის უკვე არც ვერტმფრენად გამოდგა და ვერც ბიბლიოთეკად გადააკეთეს, მასში ძროხებმა დადიეს ბინა, ხოლო ბავშვებისთვის ხევსურულიდისნეი ლენდიაღმოჩნდა. ფილმი დამტვრეული ვერტმფრენიდან დანახული არდოტელების ოჯახზე მოგვითხრობს, რომელთა სამყაროში არც ელექტროგადამცემი ხაზებია, არც ტელევიზორი და არც ტელეფონი. თანამედროვე ცივილიზაცია მათთვის მხოლოდ მწვანედ შეღებილი რკინის ძარაა”- სალომე ჯაშის ამ შინაარსის ფილმმა სახელწოდებით მათი ვერტმფრენი კი მაყურებლის სიმპათიის პრიზი დააუდის" მიერ დაწესებული მეორე ვიდეოკამერა დაიმსახურა.

ფესტივალის ტრადიციული ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის, რომელსაც ასევე ტრადიციულად ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა რეჟისორის ლევან ლაგაზიძის ოჯახი და მეგობრები აწესებენ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტს დავით ჩიტაიას ერგო ფილმისთვის განტვირთვა”. სხვათა შორის, დათოს ფილმის გმირს თბილისში ბოტანიკურ ბაღში ყოველდღე შეგიძლია შეხვდე და მასთან ერთად განიტვირთო... კიდევ ორი ქართული ფილმის გმირები ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი და ლეგენდარულიკლდის ვეფხვისმიხეილ ხერგიანის და ნაზო ხერგიანი საგანგებო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

   
ფესტივალმა არცნიამორისგანვითრებაში შეტანილი წვლილისთვისდახარჯულებისამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2”, რადიოფორტუნას, 106,9 და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლას სამახსოვრო დიპლომებით დააჯილდოვა. ფესტივალს კი ოფიციალურად სწორედრუსთავი 2” წარმოადგენდა.


ფესტივალის გენერალური სპონსორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, ტრადიციული პარტნიორები: საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, და პროფოტოცენტრო-ფოტოსამყარო, ინტერნეტ-პარტნიორისი-დი-ენი”, კინოს სახლი... საინფორმაციო სააგენტონოვოსტი გრუზიადა ამჯამად უკვე განახლებული გაზეთილელო”.

P.S. ფესტივალის სახელით მადლობას ვუხდით ბეჭვდითი მედიის ყველა წარმომადგენელს, საინფორმაციო სააგენტოებს, და რაღა თქმა უნდა ტელევიზიებს, რომლებიც სისტემატურად აშუქებდნენ ფესტივალის მსვლელობას.