შეხვდებიან თუ არა ბასილა და რაფა რომის მასტერსზე?
შეხვდებიან თუ არა ბასილა და რაფა რომის მასტერსზე?
14.05.2019
ავტორი:

დღეს, 14 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის ATP 1000-იანი სერიის ტურნირის,  მეორე წრეში სერბ ლასლო ჯერეს შეხვდება. ამ მატჩამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ - 2015 წელს საფრანგეთის დიდი შლემის ტურნირზე, 2018 წელს კიცბუელში და 2019 წელს ბუდაპეშტში დაუპირისპირდნენ. ბასილაშვილმა სერბი ჩოგბურთელის დამარცხება მხოლოდ საფრანგეთში შეძლო.

ამ მატჩამდე ბასილამ ბოლო ტურნირებზე, მისთვის უხერხული მეტოქე, უნგრელი მარტონ ფუ(ქს)ოვიჩი 6-1, 7-6 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება ქართველისა და უნგრელისთვის რიგით მე-6 იყო.

იმ შემთხვევაში თუკი, ქართველი სერბის წინააღმდეგობას დაძლევს, მას რაფა ნადალისა და ფრანგულ დუელში (რიშარ გესქისა და ჟერემი შარდის) გამარჯვებულის დაპირისპირების საუკეთესოსთან მოუწევს შებრძოლება. თუმცა, რაფამდე, ბასილამ სერბის წინაღობა უნდა დაძლიოს.  

აქვე გთავაზობთ, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაანონსებული ქართველი სპორტსმენების საასპარეზო განრიგს, რომელსაც ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

ეკატერინე გორგოძე ესპანეთში ( La Bisbal D'Emporda) 60,000 იან ტურნირზე ასპარეზობს. მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი Zoe Hives-ია. ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. უზბეკ Akgul AMANMURADOVA ერთად, მეოთხე ნომრად განთესილი წყვილი, პირველ წრეში ესპანელ Irene BURILLO ESCORIHUELA და Andrea LAZARO GARCIA დაუპირისპირდება.

***

სოფიკო შაფათავა ობიდოსის $25,000 ტურნირის პირველ წრეში პორტუგალიელ Mariana CAMPINO დაუპირისპირდება, ხოლო ბრიტანელ მეწყვილე Emily WEBLEY-SMITH ერთად წყვილთა გათამაშების პირველ წრეში რუსი Ekaterina SHALIMOVA და ბელორუსიის წარმომადგენელი Shalimar TALBI შეხვდება.

***

ანტალიის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში საბა ფურცელაძე და ზუკა ტყემალაძე ერთმანეთს შეხვდნენ. ზუკა ტყემალაძემ საბა ფურცელაძე დაამარცხა და დღეს საკვალიფიკაციო ბადის მეორე წრეში თურქ Mert Naci TURKER დაუპირისპირდება. სანდრო მეტრეველი აღნიშნულ ტურნირზე ძირითად ბადეში ასპარეზობს და თავის მეტოქეს ვინაობას საკვალიფიკაციო ბადის დასრულებისთანავე შეიტყობს. ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში სანდრო მეტრეველი და ზუკა ტყემალაძე ერთად თამაშობენ. მათი პირველი მეტოქე თურქული წყვილი Kayra KARGIN და Kayra KARGIN იქნება.

***

მარიამ დალაქიშვილი კი საბერძნეთშია და ჰერაკლიონის საერთაშორისო ტურნირზე ($15,000) ასპარეზობს. პირველ წრეში მისი მეტოქე ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი 25 წლის რუმინელი სპორტსმენი Elena-Teodora CADAR-ია. მარიამი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. მისი მეწყვილე ბელორუსი Katsiaryna SKACHKOVAა. მარიამი და მისი მეწყვილე პირველ მატჩს ფრანგი Alice TUBELLO და შვეიცარელ Fiona GANZ -ის წინააღმდეგ გამართავენ.