ჩამოვა თუ არა ჩილეს ნაკრები საქართველოში?
ჩამოვა თუ არა ჩილეს ნაკრები საქართველოში?
12.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, სასტუმრო „რუმსში", გამართული შეხვედრის დროს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, სანაკრებო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას, ახალი სახეების ძებნა უწევს, მაშინ როცა მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, გუნდში ტრავმირებულები ჰყავს.

„მე არ ვარ მაურინიო, მე არ ვარ გუარდიოლა. მე ვარ ვაისი და ვაკეთებ იმას, რაც ვისწავლე, ვიცი და შემიძლია. ვიცით, რომ გვაქვს პრობლემა თავდასხმაში, ვიღაც ტრამვირებულია. მე უნდა მოვძებნო ახალი ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ან ახალგაზრდა არველაძე... ვინმე, რომელიც უნდა გამოვცადო. ორი ამხანაგური შეხვედრა გვექნება ჩილესთან და ხორვატიასთან. რთული იქნება. ჩილეც და ხორვატიაც მე ვითხოვე, რადგან იქ, შეიძლება რაღაც ისწავლო",  - ამბობს ვაისი.




საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ინფორმაციით, რომელიც დღეს „რუმსში" გახმოვანდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან საქართველოსა და ჩილეს ეროვნული ნაკრებების შესაძლო ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე. თუკი, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ამხანაგური შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.  ასე, რომ არაა გამორიცხული, რამდენიმე თვეში, საქართველოში კოპა ამერიკის გათამაშების ბოლო გამარჯვებული, ჩილეს ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.

მანამდე კი, საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩვეი ჯგუფის მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. 10 ივნისს კი, ჩვენი გუნდი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება.




12 აპრილს, სასტუმრო „რუმსში" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართული მედიის წარმომადგენლების შეხვდა. შეხვედრამ, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, 1 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.

„მე ვთქვი ასე, რომ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან არ ვიყავით სასურველ ფიზიკურ კონდიციაში. არ ვიყვით მზად, იმ კონკრეტულ მომენტში, რათა ევროპის პირველი 10-ულის წარმომადგენელ ქვეყანასთან თანაბრად გვეთამაშა. იმ შემადგენლობაში არ იყვნენ ის მოთამაშეები და მარტში არ ვიყავით იმ  მდგომარეობაში, რომ  მსგავსი წინააღმდეგობა გაგვეწია. ზოგჯერ მწვრთნელებიც სცდებიან. ეს, მე ვთქვი და ამ აზრს არ შევიცვლი. ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, იმას გარდა, რაც მათთვის გასაგები არ იქნებოდა. იმ შემადგენლობით, რაც მარტში შვეიცარიისა და ირლანდიის წინააღმდეგ გვყავდა გამარჯვება ერთა ლიგის ჯგუფშიც გაგვიჭირდებოდა. ვგულისხმობ, ტრავმებსა და სათამაშო კონდიციას და არა იმას, რომ ცუდი ფეხბურთელები გვყავს. ჩემი, როგორც მწვრთნელი თავმოყვარეობაა, რომ ფეხბურთელზე ცუდი არ ვთქვა. ეს არ გამიკეთებია. ზოგჯერ შესაძლოა, ჩემს მიერ ემოციურად ნათქვამს სხვაგვარად აღიქვავენ და ეს მერე სხვანაირად ვრცელდება. ბიჭებთან არანაირი პრობლემები არ მაქვს. ორი თამაში წავაგეთ, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა, ცხოვრება გრძელდება. თუ შევამჩნიე, რომ თქვენ ჟურნალისტები, ქომაგები, ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები ჩემით უკმაყოფილო ხართ, მეორე დღესვე ავიღებ ბილეთს და წავალ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გამორიცხავს, ფეხბურთელებთან ყოველგვარ დაპირისპირებას. ამას გარდა,  ამ შეკითხვაზე პასუხით, ვაისმა ხაზი გაუსვა მის საქართველოს ნაკრებში ყოფნის მიზეზებს. პირველი, რომ ის საქართველოში 3,5 წლის წინ ფედერაციის ხელმძღვანელობის თხოვნით ჩამოვიდა და 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც დასრულების შემდეგ კიდევ 2 წლით გაახანგრძილვა, რადგან მოუგებელი თამაშების მიუხედავად, გუნდის პროგრესი აშკარა იყო. აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ის, არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მწვრთნელი და ამ თანამდეობას, ვაისის თქმით, სულაც არ არის კბილებით ჩაბღაუჭებული.

არის თემები რაც უნდა იცოდეს მედიამ და საზოგადოება და არის კიდევ ის, რაც რჩება გასახდელში. ის, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ სტატიაში არ მოგვექცია და „რუმსში" გამართული პრეს-კონფერენციის თემებს, TSFF.GE პერმანენტულად მივუბრუნდებით.


 

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი