"მარადონას ღმერთის ხელი" და ესპანელების "გადარჩენილი" "დინამო თბილისი"
"მარადონას ღმერთის ხელი" და ესპანელების "გადარჩენილი" "დინამო თბილისი"
14.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი



მარადონას ხელი უფრო შესაძლო იყო არ შეენიშნა, ინგლისთან მატჩში 1986 წელს ტუნისელ მსაჯს, ალი ბინ ნასერს, როდესაც გოლი ჩათვალა და არგენტინა დაწინაურდა, ვიდრე „საბურთალო"-„ჩიხურას" შეხვედრაში, მთავარ მსაჯს გიორგი ყრუაშვილსა და ალბათ, უფრო გვერდითა მსაჯს დავით ჩიგოგიძეს, საბურთალოელი გიორგი დიასამიძის მიერ ხელით გატანილი გოლი.  დიასამიძის გოლის შემდეგ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" თამაშში დაბრუნდა. თუმცა, ამ მომენტამდე თბილისელები, რომელიც 2019 წლის სეზონის სატურნირო ცხრილში, კვლავაც ლიდერის პოზიციაზე არიან, 1-3-ს აგებდა და გუნდი, აბსოლუტურად დემორალიზებული იყო სათამაშო კუთხის თვალსაზრისით.




„საბურთალო" - „ჩიხურა" 2-3

„ჩიხურამ" კი, მეორე ტურია თავიც მოძებნა და თამაშსსაც ალაგებს. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში, ანგარიში პირობითმა სტუმრებმა, რადგან „ჩიხურაც", „საბურთალოს" მსგავსად, საშინაო თამაშებს, სწორედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებს, მე-8 წუთზე გახსენს. გიორგი კორიფაძის მიერ დაწყებული, თითქოს,  ბურთის რიგითი გათამაშება, მოულოდნელად  გაამწვავა დემურ ჩიხლაძის პასმა, რიმაც ბიძინა მახარობლიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. ამ უკანასკნელს, კი არ გასჭირვებია ომარ მიგინეიშვილისთვის ბურთის თავზე გადაგდება და „ჩიხურას" დაწინაურება, 0-1. „საბურთალომ" გოლის შემდეგ, მალევე,  მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრის მე-10 წუთზე გიორგი დიასამიძის ჩაწოდებულ საჯარიმოს, თავურით დაბოლოება  ოგნიენ როლოვიჩმა მოუძევნა და ანგარიში გაათანაბრა 1-1.  

კვლავ დემურ ჩიხლაძის აქტიურობას მოჰყვა „საბურთალოს" კარში მორიგი გოლი. ამჯერად, 27-ე წუთზე, ბესიკ დეკანოიძემ, თავად გარისკა და მახვილი კუთხიდან ომარ მიგინეიშვილი კიდევ ერთხელ აიძულა, კარიდან ბურთი გამოეტანა, 1-2. „ჩიხურა" კი, დარჩენილ დროშიც და მოგვიანებით მეორე ტაიმშიც არ აპირებდა პირველნომრობაზე უარი ეთქვა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდსაც, ამ კონკრეტულ შეხვედრაში, მეორე ნომრად მოუხდა თამაში.  სოსო ფრუიძის გუნდმა კი, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მარცხენი ფლანგიდან კარის გასწვრივ ბესიკ დეკანოიძემ ჩააწოდა ბურთი, რომელიც ბიძინა მახარობლიძემ „ჩაკეტა", „საბურთალოს" გოლი გასახდელში გაატანა და „ჩიხურა" ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა, 1-3.




როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად გაგრძელდა. „ჩიხურა" შეხვედრის ამ მონაკვეთშიც დომინანტი იყო. საბურთალოელთაგან კი, გიორგი კოხრეიძე აქტიურობდა, თუმცა, მის აქტიურობას შედეგი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, თბილისში, „საფეხბურთო ღმერთმა" ამჯერად, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს „გადმოხედა" და ხელით გატანილი გოლი, მსაჯებმა დიასამიძეს ჩაუთვალეს, 2-3. ხელით თამაში, იმდენად აშკარა იყო, რომ ამ მომენტზე აღარ შევჩერდებით და განსახილველად, შესაბამის სამსახურს მივანდობთ, რომელიც აღნიშნულზე აუცილებლად იმსჯელებს. ერთია, რომ გოლს, არავინ გააუქმებს. ამის გაკეთება, უშუალოდ მატჩზე მსაჯებს შეეძლოთ, რომლებმაც აქეთ შეედავე, იქით შემოგედავები-ს პრინციპი დაიცვეს და გოლის გაუქმების ნაცვლად, ყვითელი ბარათით რევაზ ჩიტეიშვილი დაასაჩუქრა. თუმცა, რაც მოხდა მოხდა. „საბურთალო" იმ გუნდების რიცხვს ეკუთვნის, ვისაც ბოლო წუთებზე უმართლებს და მოგებული თამაშების დიდი წილიც, სწორედ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროზე მოდის. ასე იყო, ბოლი 2 ჩემპიონატი. 2019 წლის 13 აპრილს, „ჩიხურასთან" შეხვედრაში, „საბურთალოს" მატჩის გადასარჩენად ძირითად დროზე დამატებული 6 წუთიც მიეცა. თუმცა, ჩემპიონმა, ამ ჯერზე ეს ვერ შეძლო და 2019 წლის გათამაშებაში, „დინამო თბილისთან" წაგებული მატჩის შემდეგ, მეორეჯერ „ჩიხურასთან" დაკარგა 3 ქულა.  




„რუსთავი" - „დინამო" ბათუმი 0-2

ბოლო 6 ტურში, მხოლოდ 2 ქულა გაანიავა ბათუმის „დინამომ", რომელიც ყველა სხვა გუნდისგან განსხვავებით სტაბილურობით გამოირჩევა. შესაბამისად, მე-8 ტურში რუსთავში, ბათუმის „დინამოს" არ გასჭირვებია მორიგი ქულების აღებაც. გია გეგუჩაძის შეგირდებმა, თამაშის სადავეები პირველი ტაიმის დაახლოებით მე-10-15 წუთიდან აიღეს და გოლის გატანაც მოახერხეს. 39-ე წუთზე, გაბრიელ რამოსის გადაცემის შემდეგ, ანგარიში ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, 0-1. საკუთარ კედლებში, გოლის შემდეგ, რუსთაველები ოდნავ გამოცოცხლდნენ, თუმცა, რაც მოახერხეს, მატჩის ამ მონაკვეთში, მხოლოდ თამაშის გათანაბრება. მეორე ტაიმი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ერთ მომენტში მიხეილ ალავიძესაც მოუხდა თავის გამოჩენა. შეხვედრაში, გადამწყვეტი გოლი კი, 82-ე წუთზე, გიული მანჯგალაძის გადაცემის შემდეგ, თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა, 0-2. „დინამომ" აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.




„ტორპედო" - „ვიტ ჯორჯია"

ერთბურთიანი სხვაობით მოიგო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-8 ტურის შეხვედრა „ტორპედომ". სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე", ბუდუ ზივზივაძემ კვლავ დაიწყო გოლების გატანა. „ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში, ზივზივაძემ, ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, ლევან გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ 1-0. ვიტჯორჯიელთა სასახელოდ უნდა ითქავს, რომ გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურია ზედიზედ ძლიერთა ლიგის მთავარ გუნდებს ეთამაშება, თავს არ იჩაგრავს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებსაც ქმნის. ასე იყო „საბურთალოსთან" მე-7 ტურში და ასე იყო დღესაც, „ტორპედოს" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები 65-ე წუთზე ირაკლი კაპანაძის გოლის შემდეგ 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, „ვიტჯორჯია" უგოლოდ, სამტრედიიდან არ წამოვიდა. შეხვედრის 89-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა ზურაბ მუსელიანმა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა,  2-1. მომდევნო შეხვედრას, „ვიტ-ჯორჯია" კვალვ ლიდერი გუნდის, ამჯერად, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ, მიხეილ მესხზე გამართავს.




„ლოკომოტივი" - „სიონი" 1-2

თუკი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ირაკლი კვირიკაშვილმა დაინდო „ლოკომოტივი" და ახალგაზრდა მეკარის დარღვევაზე საჯარიმო მოედანში, „თვალები დახუჭა", მე-8 ტურის შეხვედრაში, „სიონის" წინააღმდეგ, გოგა კიკაჩეიშვილი კატეგორიული იყო და თბილისელთა კარში, დემეტრე ბულისკერიას უხეში თამაშის გამო, 11-მეტრიანი დანიშნა. მე-9 წუთზე, პენალტი ზუსტად დაარტყა ჯაბა უგულავა, 0-1. სხვათა შორის, ამ დღეს ჯაბამ დუბლი გაიფორმა. მეორე გოლის გატანა ბულისკერიას კარში, მან 70-ე წუთზე მოახერხა, 0-2. შეხვედრის მიწურულს ლოკომოტიმა ერთი გოლის გაქვითვა შესძლო. 89-ე წუთზე, გოლი თეიმურაზ შონიამ გაიტანა, 1-2. „ლოკომოტივმა" მორიგი შეხვედრა წააგო, ახალი მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით კი პირველი.




„დინამო თბილისი" - „დილა" 1-0

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში მთავარია შედეგი და 12 აპრილს, გორის „დილას" წინააღმდეგ მე-8 ტურის მატჩში „დინამო თბილისმა" შედეგიც აჩვენა და მეტად საჭირო 3 ქულაც აიღო, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ჩემპიონატში თბილისელებმა ყველაზე მძიმე და უსიცოცხლო შეხვედრა ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე „დილას" ნახევარზე იყვნენ, კარისკენ დარტყმამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. თუ, მიდიოდა, დარტყმული მიზანს სცდებოდა.




ამ დღეს, დინამოელთაგან ყველაზე მეტი გამოუყენებელი მომენტი აკაკი შულაიაზე მოდის, რომელსაც „დილასთან" მატჩში არ უმართლებდა. სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა თბილისელთა მეკარე ხოსე პერალესი, რომელმაც დინამოელთა კარი რამდენჯერმე იხსნა. შეხვედრის 74-ე წუთზე პერალესმა „მკვდარი" ბურთი აიღო და „დინამო თბილისს" ქულები გადაურჩინა.  მიუხედავად იმისა, რომ კარი მშრალად ვერ შეინახა, აღსანიშნავია გორელთა მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის თამაშიც. საერთოდ, მიუხედავად ძალიან ცუდი სტარტისა, „დილა" საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელსაც უბრალოდ, საფეხბურთო იღბალი არ სწყალობს.




ამ დღეს, თბილისელთა შორის გიორგი პაპავაც გამოირჩეოდა. სწორედ, მის აქტიურობას მოჰყვა შეხვედრის 33-ე წუთზე ფრანი კარბიას მიერ შორი მანძილიდან გატანილი გოლი, რომელმაც „დინამო თბილისს" 3 ქულა მოუტანა.  „დინამო თბილისმა", „დილა" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ახლა სატურნირო ცხრილში, ლიდერს, „საბურთალოს" 2 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ისევე როგორც „ტორპედო" და ბათუმის „დინამო".




სატურნირო ცხრილი / სტატისტიკა

მორიგი ტურის კალენდარი






ფოტო: თამარ ჯიშკარიანი