ცნობები ბათუმიდან - რეზი დავითაძის რეკორდი ატაცში
ცნობები ბათუმიდან - რეზი დავითაძის რეკორდი ატაცში
11.04.2019
ავტორი:

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი სამი მედლით გაიზარდა. რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი გააუმჯობესა, მას შემდეგ რაც 170 კგ სიმძიმე დაძლია.

რეზი დავითაძემ ახალ წონით სტანდარტში 89 კილოგრამდე  წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი მოიპოვა და იქვე 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა. რეზიმ კარგად დაიწყო ასპარეზობა აკვრაშიც, მაგრამ 200 კილოგრამის დაძლევა, მხოლოდ მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. შესაბაისად, რეზი მეორე იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით.




ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნათია გადელიამ 76 კილოგრამ წონითი კატეგორიის B ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა. 14 წლის გადელიას, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი სწორედ ბათუმის ევროპის უმთავრეს შეჯიბრებაზე ჰქონდა, აკვრაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ევროპის პირველობის დებიუტანტმა მწვრთნელთა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულა.


საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფოტოები