საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეორე ეტაპი 24 მარტს გაიმართება
საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეორე ეტაპი 24 მარტს გაიმართება
20.03.2019
ავტორი:

ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების მეორე და მესამე ეტაპების წილისყრა გაიმართა. მეორე ეტაპის თამაშები 24 მარტს, ხოლო მესამე ეტაპი 28 მარტს გაიმართება. 1/16 ფინალიდან გათამაშებაში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებიც ჩაერთვებიან. აღნიშნული  მეთექვსმეტედფინალურ ეტაპს, მატჩები 15-16 აპრილს გაიმართება.

მეორე ეტაპი - 24/03/19

ზესტაფონი - ვარკეთილი

35-ე სკოლა - თბილისი სითი

სქური - ოდიში 1919

იბერია 2010 - მაჭახელა

კოლხი - სპაერი

ლეგიონი - ცხინვალი 2

დინამო ბთ 2 - ალაზანი

სალხინო - ეგრისი

დიდუბე 2014 - გარეჯი

რუსთავი 2 - ჭიათურა

მერანი თბ 2 - სამეგრელო

თბილისი - ალგეთი

თორი - ჩხერიმელა

სულორი - იმერეთი


მეორე ეტაპზე მონაწილეობს პირველ ეტაპზე გამარჯვებული რეგიონული ლიგის 18 და ლიგა 4-ის 10 გუნდი. წყვილების გამარჯვებულ 14 გუნდს მესამე ეტაპზე ემატება ლიგა 3-ის მონაწილე 10 გუნდი და სწორედ ეს ეტაპი გამოავლენს იმ საუკეთესო 12-ს, რომლებიც მოიპოვებენ მეთექვსმეტედფინალის საგზურს.

მესამე ეტაპი 28/03/19

თბილისი/ალგეთი - კოლხი/სპაერი

ზესტაფონი/ვარკეთილი - კოლხეთი ხბ

სქური/ოდიში1919 - ბეთლემი

დიდუბე2014/გარეჯი - ბახმარო

სულორი/იმერეთი - 35-ე სკოლა/თბილისი სითი

რუსთავი2/ჭიათურა - არაგვი

თორი/ჩხერიმელა - ბორჯომი

მერანი თბ2/სამეგრელო - იბერია2010/მაჭახელა

მერანი მრ - მეშახტე

ლეგიონი/ცხინვალი 2 - გორი

სალხინო/ეგრისი - სამგურალი

დინამო ბთ2/ალაზანი - საბურთალო 2

ისევე, როგორც გასულ სეზონებზე გათამაშების ფორმატი უცვლელია - რანგით დაბალი ლიგის მონაწილე გუნდი წყვილში სარგებლობს მასპინძლის უპირატესობით.

პირველი ეტაპის შედეგები იხილეთ ლიკნზე: http://cup.gff.ge/results