გია ცეცაძის გუნდმა ამხანაგურებისთვის მზადება დაიწყო
გია ცეცაძის გუნდმა ამხანაგურებისთვის მზადება დაიწყო
19.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზდრული ნაკრები 22 და 26 მარტს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სლოვენიისა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ.

ორივე დღეს თამაშები ერთსა და იმავე დროს 19:00 დაიწყება. ამხანაგური მატჩებისთვის  საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება 18 მარტიდან სფფ-ს ტექკნიკურ ცენტრ „ბასაზე" დაიწყო. თავდაპირველად დაანონსებული შემადგენლობისგან განსხვავებით, ამხანაგურ შეხვედრებში ჩვენს ახალგაზრდულს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ დაეხმარებიან „საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე და  გივი ხეცურიანი „სიონიდან". მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა "თელავის" მცველ ილია ბერიაშვილს და "დილას" თავდამსხმელ ნუგზარ სპანდერაშვილს უხმო.

გია ცეცაძის მეთვალყურეობით, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შემდეგი ფეხბურთელები ვარჯიშობენ -  მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);  მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);  ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი); თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).