ორი განსხვავებული ტაიმი - რა გამორჩა „დინამო თბილისს“?
ორი განსხვავებული ტაიმი - რა გამორჩა „დინამო თბილისს“?
06.03.2019
ავტორი:

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში მოულოდენლი მარცხი განიცადა „დინამო თბილისმა". ბონლინსში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, შეხვედრის პირველი ტაიმი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამ გამოუყენებლ მომენტებს შორის უმრავლესობაში კი, „სიონის" კარი, თორნიკე ზარქუამ იხსნა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მაინც მოახერხეს ამ ტაიმში ანგარიშის გახსნა. 28-ე წუთზე დმიტრო ივანისენიამ, ლევან შენგელიას ჩამოწოდებული ბურთი კუთხურიდან, თავით გადააგზავნა ზარქუას კარში, 0-1. 




შესაძლოა, შეხვერდა სხვაგვარად წარმართულიყო, თბილისელებს უპირატესობა ერთი ბურთით მაინც, რომ გაეზარდათ, თუმცა, მათ ეს ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, დინამოელებმა სრულიად უწყინარ ვითარებაში, დაცვაში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, რასაც კიდევვ ერთი შეცდომა, ამჯერად უშუალოდ, თბილისელთა საჯარიმოში დაემატა და შედეგად დინამოელთა კაპიტანი გუჯა რუხაია მინდვრიდან გააძევეს. „სიონმა" კი ბონუსად 11-მეტრიანი დაარტყა და 43-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გოლი, ჯაბა უგულავამ გაიტანა 1-1.




„ყველაზე მნიშვნელოვანი, თამაშის შემდეგ, არის ის, რომ ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინონ, მომავალი შეხვედრისთვის მოემზადონ და უკეთესი შედეგი აჩვენონ. მოთამაშის გაძევებამდე, ყველაფერი კარგად მიდიოდა. გაძევებამ და პენალტმა, ძალიან აგვრია", - ამბობს მატჩის შემდეგ, ფელის ვისენტე, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.

მართლაც, ამ დღეს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველი, რომელშიც „დინამო თბილისმა" „შეჭამა" „სიონი" და მეორე ტაიმი, რომელშიც პირველის დროს, მოთამაშის გაძევებითა და გოლით გამოწვეული შოკი, ვერ გადალახა.




მეორე ტაიმის დასაწყისში, დინამოელები, რამდენიმე წუთის მანძილზე სრულ გაურკვევლობაში იყვნენ. ბურთს კი, „სიონის" ფეხბურთელები ფლობდნენ და რამდენჯერმე დინამოელთა მეკარე სტეფან სიკაჩი კარგადაც შეაწუხეს. 69-ე წუთზე კი დავით კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, ვილი ისიანმა „სიონი" დააწინაურა, 2-1.  „დინამო თბილისს" ვითრების გამოსასწორებლად, 20 წუთიღა რჩებოდა და ბუნებრივია, რომ თბილისელები გააქტიურდნენ. თუმცა, "დინამოს" დრო აღარ ეყო.

 

 


„დინამო თბილისმა" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა. „სიონმა" კი, გამარჯვება იზეიმა.

***  

ტურის დარჩენილი შეხვედრები:

„რუსთავი" - „ვიტ ჯორჯია" 0-0

„ჩიხურა" - „დილა"  1-1