მეკარეების ტური
მეკარეების ტური
11.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა დღეს, თბილისსა და გორში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. 2019 წლის გათამაშებაში ამ ტურში, ჯერ-ჯერობით ყველაზე ცოტა 8 გოლი გავიდა. სამაგიეროდ, ჩატარებული სამი ტურიდან მსაჯებს ყველაზე მეტჯერ, 24-ჯერ მოუხდათ ყვითელი ბარათის გამოყენება. თუ არ ჩავთვლით ქუთაისში გამართულ „ტორპედოსა" და „ლოკომოტივის" შეხვედრას, მსაჯებმა თამაშში, 5-5-ჯერ მაინც მისცეს ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი.

 

„ვიტ ჯორჯია" -  ჩიხურა" 1-1





ძლიერთა შორის დაბრუნებული „ვიტ ჯორჯია" მე-3 ტურამდე, ერთადერთი გუნდი იყო მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც საკუთარ კარში, გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

„მესხი 2"-ზე, საჩხერის „ჩიხურას" წინააღმდეგ მატჩში, ეს მოცემულობა მეორე ტაიმის პირველ წუთებამდე რჩებოდა. თუმცა, შეხვედრის 47-ე წუთზე, პირველივე სტანდარტული შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას" კარის ბადეც შეირხა. გიორგი კორიფაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მასპინძელთა მცველებს, უმეთვალყურეოდ დარჩათ დავით მაისაშვილმა, რომელმაც გოლი მკერდით გაიტანა, 1-1.

ანგარიში კი,  ამ შეხვედრაში, სწრაფი გოლით ვიტ ჯორჯიელებმა გახსენს. მე-4 წუთზე ფლანგიდან ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდებული, ზუსტად გადააგზავნა დინო ჰამზიჩის კარში პაატა ღუდუშაურმა 1-0. აღსანიშნავია, რომ თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. შეხვედრის მიწურულს კი, სოსო ფრუიძის შეგირდებს, ცოტა დააკლდათ, რომ მიმდინარე გათამაშებაში პირველი 3 ქულა აეღოთ.


„დილა" - „სიონი" 0-0






მეორე ტურია ზედიზედ, ბოლნისის „სიონის" მეკარე თორნიკე ზარქუა, საკუთარი გუნდის შველას ახრეხებს.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილასა" და „სიონის" შეხვედრისას, თუკი, პირველ ნახევარში, გორელებს, მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა და კარის მიმართულებით შესრულებული დარტყმებისა, მეტ-ნაკლებად არ შეუქმნიათ რეალური საფრთხე ბოლნისელებისთვის, მეორე ნახევარში ზარქუას რამდენიმე ეპიზოდში გარჯა მოუხდა. მოუხედავად ამისა, ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა ტურის ბოლო შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა და მატჩიც მშრალად, 0-0 დასრულდა.


„ტორპედო" - „ლოკომოტივი" 0-2



 


მესამე ტური კი, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" ყველასთვის მოულოდნელად, ტორპედოელთა მარცხით დაიწყო. თუმცა, თუ გავთვლით, იმ გარემოებას, რაც ბოლო დღეებია „ტორპედოს" გარშემო ხდება, მხედველობაში ფეხბურთელების მიმართ სახელფასო დავალიანება გვაქვს, ქუთაისელთა ინდეფერენტულობაც მარტივად ასახსნელია. ბუნებრივია, ამით, სულაც არ ვაკნინებთ თბილისელთა შემართებას. მითუმეტეს, რომ მთელი მატჩის მანძილზე, მათ საკმაოდ ბევრი თავსატეხი შეუქმენს „ტორპედოს" და გუნდის მეკარეს, როინ კვასხვაძეს, რომელიც მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში კარში „კარგად იდგა" „ლოკომოტივის" ახალგაზრდა მეკარე დემეტრე ბულისკერიაც.




„ლოკომოტივმა" კი ანგარიში 75-ე წუთზე,  თეიმურაზ შონიას გოლით გახსნა, 0-1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ლუკა კიკაბიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 0-2 და „ტორპედოს" ქუთაისში, პირველი მარცხი გაუფორმა, 0-2. შესაბამისად, „ლოკომოტივმა" „ტორპედოს" სვლა, წაუგებელი თამაშების ქართულ რეკორდამდე (რომელიც დღემდე სხვა ქართულ კლუბს ეკუთვნის) შეაჩერა. შეგახსნებთ, რომ ამ შეხვერდამდე, ქუთათურებს, კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ციკლი ჰქონდათ წაუგებელი თამაშების.


„დინამო თბილისი" - „დინამო" ბათუმი 0-1





მეორე ტურია, „დინამო თბილისი" თამაშს მეკარესთან აგებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩში „დინამო თბილისმა" სახლში ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა და ბათუმელთა მეკარის ერთპიროვნულად კარგი თამაშის ხარჯზე ანგარიშით 0-1 წააგო.





ამ შეხვედრაში,  ერთადერთი გოლი ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა, „დინამო თბილისის" ყოფილმა მოთამაშემ გიორგი გადრანმა მე-12 წუთზე გაიტანა, 0-1 და ემოციურადაც აღნიშნა. რეალურად, თუ არ ჩავთვლით ამ მომენტს და მეორე ტამში კიდევ ერთს, როდესაც ბათუმელებმა ცარიელ კარში ვერ მოახერხეს ბურთის გადაგზავნა, გიორგი გეგუჩაძის, თბილისელთა კლუბის ასევე ყოფილი მთავარი მწვრთნელის შეგირდებს, დედაქალაქელთა კართან მომენტი არ ქჰონიათ. ამის საპირისპიროდ, ბათუმელთა მეკარემ მიხეილ ალავიძემ, მხოლოდ პირველ ტაიმში 3, საფეხბურთო სლენგს მოვიშველიებთ, „მკვდარი ბურთი" აიღო და კიდევ 2 -  მეორე ტაიმში დაუმატა.




კიდევ ერთი დეტალი - შეხვედრა, ბათუმელთა მხრიდან (და არა მხოლოდ მოთამაშეების) საკმაოდ უხეშად მიმდინარეობდა. მატჩის მიწურულს თუკი, შეხვედრის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა დაინდო გიორგი გადრანი, რომელსაც უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და მხოლოდ, სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, კიდევ რამდენიმე წუთში იძულებული იყო კიჭი მელიავასთვის ამ მატჩში მეორე ყვითელი ეჩვენებინდა და შესაბამისად, ბათუმელს მოედნის დატოვება მოუხდა. საერთო ჯამში, ამ შეხვერაში 8 ყვითელი ბარათი უჩვენეს და აქედან 6 ბათუმელებზე მოდის. 


„საბურთალო" - „რუსთავი" 2-1

 



 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 3 ტურის შემდეგ, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს. თუმცა, რუსთაველებთან მატჩში, ჩემპიონი, 55-ე წუთამდე, მინიმალური ანგარიშით 0-1 აგებდა. შეხვედრის 28-ე წუთზე 11-მეტრიანით, გოლი ბექა ქავთარაძემ გაიტანა და „რუსთავი" დააწინაურა.

მეორე თამაშია, გია ჭიაბრიშვილის გუნდი, შეხვედრას სწორი შეცვლის შემდეგ იგებს. ჩემპიონს, გამარჯვება, სწორედ, შეცვლაზე შემოსულმა ოგნიენ როლოვიჩმა მოუტანა, რომელმაც გოლები 55-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა. 

„საბურთალომ" მესამე ტურში, მესამე შეხვედრა მოიგო, 2-1 და ახლა, გათამაშებას 9 ქულით, ერთპირვნულად ლიდერობს.


გათამაშების ცხრილი

***

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრები 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.

15/03/19

20:00   „საბურთალო" - „ტორპედო"

(თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი)

16/03/19

18:00   „რუსთავი" - „ჩიხურა"

(თბილისი, მიხეილ მესხი 2)

20:00   „დინამო" ბთ - „დილა"

(ბათუმი, ანგისას სტადიონი)

17/03/19

16:00   „სიონი" - „ვიტ ჯორჯია"       

(ბოლნისი, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი)

19:00   „ლოკომოტივი" - „დინამო თბილისი"

(თბილისი, მიხეილ მესხი 2)


მასალაში გამოყენებულია "ჩიხურას", "სიონის", "ტორპედოს", "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" ფოტოები