დიუსელდორფის ტატამზე 14 სპორტსმენით
დიუსელდორფის ტატამზე 14 სპორტსმენით
18.02.2019
ავტორი:

დიუსელდორფი, 22-24 თებერვალს,  ძიუდოს მორიგ გრანდ-სლემს უმასპინძლებს. ამ დროის მონაცემებით, ტურნირზე 97 ქვეყნის 683 სპორტსმენია დარეგისტრირებული. მათ შორისაა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც პარიზის გრანდ-სლემისგან განსხვავებით, უკვე თითო წონაში ორ-ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, არც ამ ტურნირზე იასპარეზებს საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები. დიდი ალბათობით, მათ მარტის ბოლოს, თბილისის გრან-პრიზე ვიხილავთ.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფის გრანდ-სლემზე ასეთი შემადგენლობითაა დარეგისტრირებული:  

60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი გუგულაშვილი

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

81 კგ - გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი

90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი

-100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100 კგ - ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე


მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა