9 თებერვლიდან „დინამო თბილისი“ ზამთრის შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებს
9 თებერვლიდან „დინამო თბილისი“ ზამთრის შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებს
06.02.2019
ავტორი:

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" 9 თებერვლიდან ზამთრის თურქული შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებს. დინამოელები 24 იანვრიდან ლარაში იმყოფებიან და საწვრთნელი შეკრების ამ მომენტისთვის 3 ამხანაგური შეხვედრის გამართვა მოასწრეს. სულ ბოლოს, თბილისელთა მეტოქე ბოსნიური „შიროკი ბრიეგი" იყო. დაძაბული სპარინგი უგოლოდ, ფრედ, 0-0 დასრულდა. ფრედ ითამაშეს დინამოელებმა პირველი ორი მატჩიც. ჯერ  პლოვდივის „ლოკომოტივთან" 2-2 დაასრულეს შეხვედრა, ხოლო შემდეგ, 1-1 სერბულ სუბოტიცას  „სპარტაკთან" ითამაშეს.

თურქული შეკრების ამ მონაკვეთში, თბილსურმა კლუბმა კიდევ ერთი ესპანელი, ამჯერად 26 წლის  ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი დაიმატა.  ფეხბურთელმა, „დინამოსთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ისევე, როგორც თბილისელთა სხვა ახალწვეულეთა უმეტესობამ.




„დინამო თბილისის" მედია-ოფიცერმა ირაკლი ბუხალმა, TSFF.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდში ამაღლებული განწყობაა. ფეხბურთელები, საწვრთნელო ციკლის ამ მონაკვეთში სამწვრთნელო შტაბის მიერ დასახულ გეგმას მიჰყვებიან. ამ მომენტისთვის კლუბის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. გუნდთან ერთად ვარჯიშობს, დინამოელთა არგენტინელი ფეხბურთელი ანტონიო როხანო, რომელმაც კლუბის სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, თურქული შეკრებისას რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბი, 9 თებერვლიდან ზამთრის თურქული შეკრების მეორე ეტაპს უკვე ბელექში დაიწყებს და 24 თებერვლამდე კიდევ 4 სპარინგს ჩაატარებს. პირველ ტესტ-მატჩს თბილისელები 11 თებერვალს სლოვენიურ „მარიბორთან" გამართავენ. ამის შემდეგ,15 თებერვალს „დინამო თბილისის" მეტოქე ლატვიური „ლიეპაია" იქნება. 19 თებერვალს „დინამო თბილისის" უკრაინული ლუგანსკის „ზორიას" შეხვდება. სამშობლოში დაბრუნებამდე, 2019 წლის ზამთრის შეკრების დასკვნითი მატჩს კი, თბილისელები 23 თებერვალს ბელარუსის „დინამო ბრესტთან" გამართავენ.




„დინამო თბილისი" შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება - მეკარეები: სტეპან სიკაჩი, ხოსე პერალესი, გიორგი მამარდაშვილი, მცველები: გუჯა რუხაია, ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, თორნიკე ძოწენიძე, აბდელ მეჯუბი, ფირუზ გაბიტაშვილი, ვიქტორ მონხილი; ნახევარმცველები: დმიტრო ივანისენია, ნიკა ნინუა, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, ლევან შენგელია, აკაკი შულაია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა; თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, ლევან კუტალია, ფრან კარბია, ანტონიო როხანო.


სკ "დინამო თბილისის" ფოტობი