მინსკის ტურნირზე ქართველები ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ
მინსკის ტურნირზე ქართველები ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ
20.01.2019
ავტორი:

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სასტარტო შეხვედრა მოიგო. მოწინააღმდეგის მხრიდან, საკმაოდ უხეში თამაშის მიუხედავად, ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 3-0 გაიმარჯვეს ისლანდიასთან. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდიდან გოლები ლუკა ტორონჯაძემ გიორგი აბუაშვილმა და ირაკლის აზაროვმა გაიტანეს.

„დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელმა გიორგი აბუაშვილმა გოლის გარდა, ისლანდიელებთან მატჩში, ორი საგოლე  გადაცემაც ჩაითვალა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, 20-28 იანვარის ჩათვლით მინსკის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ჩვენი გუნდი „ბ" ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ისლანდიის გარდა, ისრაელი და მოლდოვა თამაშობენ.

ისლანდიის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, 22 იანვარს ისრაელის წინააღმდეგ ჩაატარებს შეხვედრას. ჯგუფის ბოლო თამაში კი, მოლდოვასთან 24 იანვარს უწევთ.  ისლანდიასთან, დღევანდელი მატჩი ქართველებმა შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს: ხარატიშვილი, ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე. შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ბენდიანიშვილი, ფოცხვერია, გაგნიძე.

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის წასული: მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (აკადემია); მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (აკადემია), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო); ნახევარმცველები: ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ივანე ფოცხვერია (მეტალურგი, ზაპოროჟიე, უკრაინა); თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ნაცვლად, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო პროლიცენზიის კურსს გადის, მინსკში წასაყვანი შემადგენლობა ზურაბ ხიზანიშვილმა შეარჩია და ტურნირზეც გუნდს, სწორედ ის ხელმძღვანელობს.