თურქეთში გამგზავრებამდე „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა
თურქეთში გამგზავრებამდე „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა
20.01.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა „დინამო თბილისმა", 2019 წლის სეზონის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში სპარინგ-მატჩი ჩაატარა. სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული „ზამთრის თასის" დაპირისპირების შემდეგ, „დინამო თბილისი", კვლავ ლიგა 2-ის წარმომადგენელს „თელავს" შეხვდა. დარბაზის ფეხბურთისაგან განსხვავებით, დღეს, დინამოელთა სამწვრთველო შტაბმა, ორ ტაიმში, ორ სხვადასხვა შემადგენლობას მისცა თამაშის საშუალება. შეხვედრა, ძირითდად აკადემიის აღსაზრდელებით დაკომპლექტებულმა „დინამო თბილისმა" დაიწყო. მატჩის ამ ნახევარში, თბილისელთა შეტევებს კლუბის ახალწვეული ლევან კუტალია ამწვავებდა, რომელსაც გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა, შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა.



მატჩის მეორე ტაიმში, „დინამო თბილისი" თითქმის ძირითადი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე. თბილისელთა შორის იყვნენ კლუბის ესპანელი ახალწვეულები და ნოდარ იაშვილიც. ანგარიში, მატჩის ამ მონაკვეთის დებიუტშივე გაიხსნა, 1-0. გოლი ესპანელი ახალწვეულის, ფრან კარბიას ანგარიშზეა. სხვათა შორის, მას კიდევ 2-3 საგოლე მომენტი ჰქონდა. თუმცა, რიგ მომენტში ხარიხამ იხსნა თელაველები, სხვაში კი, ბურთი ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისი" ამ ტაიმში სრულად დაეუფლა უპირატესობას და ბურთიც დაიჭირა, ერთი გოლი, კონტრშეტევის დროს, მაინც გაუშვა, 1-1. 58-ე წუთზე ანგარიში ლაშა კუკუჯანაშვილმა გაქვითა.




დიღმის საწვერთნელ ბაზაზე დღეს გამართული ამხანაგური შეხვედრა იყო თურქეთის შეკრებამდე, ბოლოს სპარინგი. „დინამო თბილისი" ზამთრის შეკრებას ანტალიაში 24 იანვრიდან დაიწყებს. საწვრთნელი შეკრებისას, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება თბილისელები 7 სპარინგ მატჩს ჩაატარებენ.

28 იანვარს - „დინამო თბილისი" -  პლოვდივის „ლოკომოტივი" (ბულგარეთი)

1 თებერვალი -  „დინამო თბილისი" - „სპარტაკ სუბოტიჩა" სერბეთი

5 თებერვალი - „დინამო თბილისი" - „შიროკი ბრიეგი" ბოსნია-ჰერცოგოვინა

11 თებერვალი -  „დინამო თბილისი" - „მარიბორი" სლოვენია

15 თებერვალი - „დინამო თბილისი" „ლიეპაია" ლატვია

19 თებერვალი - „დინამო თბილისი" „ზორია" ლუგანსკი (უკრაინა)

23 თებერვალი - „დინამო თბილისი" - „ბრესტი" (ბელარუსი)




სავარაუდოდ, ანტალიაში, შეკრების დროს, თბილისელთა სამწვრთნელო შტაბი, რამდენიმე ფეხბურთელს გამოსცდის კიდეც. სწორედ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა შემადგენლობით დაიწყებს ელიგის ახალ სეზონს „დინამო თბილისი". თურქული შეკრებიდან თბილისელები 24 თებერვალს დაბრუნდებიან. 2019 წლის საფეხბრთო სეზონის პირველ მატჩს კი თბილისში, „დინამო არენაზე" 3 მარტს, „ჩიხურას" წინააღმდეგ გამართავენ.