კიდევ ერთი ესპანელი „დინამო თბილისში“
კიდევ ერთი ესპანელი „დინამო თბილისში“
19.01.2019
ავტორი:

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისში" ჩისკო მუნიოსის მოსვლასთან ერთად, თბილისურ გუნდში სხვა ესპანელებიც მოვიდნენ. საფეხბურთო კლუბმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დინამო თბილისში", 25 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი ჩაირიცხა.  „დინამო თბილისმა" ესპანელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხოსე პერალესმა კარიერა „ელჩეში" დაიწყო, შემდეგ „კონსტანცასა" და  „ატლეტიკო ბალეარესში" გააგრძელა. ის, ასევე იცავდა „ბინისალემის", „პობლა დე მაფუმეტისა" და „ბადალონას" ღირსებას.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ „დინამო თბილისმა" კონტრაქრტი გაუხანგრძილვა სტეპან სიკაჩსაც. დემეტრე ბულისკერია კი, საიჯარო პირობებით სხვა კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას.

რაც შეეხებათ ესპანელებს, ამ მომენტისთვის ხელთარსებული ოფიციალური ინფორმაციით, „დინამო თბილისში" ფიზმომზადების მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე იმუშავებს. უკვე ჩამოთვლილი 3 ესპანელის გარდა, 2019 წლის სეზონზე დინამოელთა შორის იქნება ფრან კარბიაც.

შეგახსენებთ, რომ დინამოელები 24 იანვრიდან თითქმის ერთი თვის მანძილზე თურქეთში გაივლიან ზამთრის შეკრებას, რომლის დროსაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. სავარაუდოდ იმ შეკრებების დროს, კლუბში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაისინჯება და მხოლოდ, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი თბილისელთა საბოლოო შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის სეზონს დაიწყებს.