გოგას 13 ქულა და ორმაგი დუბლი „რეალთან“
გოგას 13 ქულა და ორმაგი დუბლი „რეალთან“
18.01.2019
ავტორი:

თამაშიდან თამაშამდე ნათელი ხდება, რომ ქართული კალათბურთის ახალი სახე, 19 წლის გოგა ბითაძე ძალებს იკრებს და ოსტატდება.  დღეს, პოდგორიცულმა გუნმდა სახლში ევროლიგის ერთ-ერთ ისტორიულად გამორჩეულ კლუბსა და გათამაშების მოქმედ ჩემპიონს მადრიდის „რეალს" 13 ქულით, ანგარიშით 73-60 მოუგო.

ზუსტად ამდენივე, 13 ქულა იყო პოდგორიცული „ბუდუჩნოსტის" ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობაც. ამას გარდა, ბითძემ დღეს ორმაგი დუბლიც შეასრულა. სხვათა შორის, მატჩის დასრულებამდე 2:47 წუთით არდე, შეიძლება ითქვას, გოგას მიერ ჩაგდებული, შემდეგ კი საკუთარ ფართან მე-10-ჯერ მოხსნილი ბურთი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის ქართველმა მოედანზე ბოლო მეოთხედის 5-წუთიან მონაკვეთში 8 ქულის დაგროვება  შესძლო. „რეალთან" ბითაძემ მოედანზე 27:33 წუთი დაჰყო. ამ დროის მანძილზე, გოგამ 6-დან 3 ზუსტი ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ქართველი კალათბურთელის მარგმა კოეფიციენტმა 16 შეადგინა.

„რეალთან" მოგებით მონტენეგრულმა გუნდმა, „ბუდუჩნოსტის" არსებობის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა და ამ წარმატებაში გარკვეული წილი 19 წლის ქართველ კალათბურთელსაც მიუძღვის.