ბასილას, ბერძენი „ემუქრება“
ბასილას, ბერძენი „ემუქრება“
16.01.2019
ავტორი:

იმ შემთხვევაში, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობს, მესამე რაუნდს გადალახავს, მისი მეტოქე ტეილორ ფრიცისა და როჯერ ფედერერის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში,  იტალიელი სტეფანო ტრავალია დაძაბულ, 5-სეტიან ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა. ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს, დიდი სლემის ტურნირზე ორი გამარჯვება აქვს სათვალავში. აღნიშული პრესტიჟული საჩოგბურთო მარათონის სასტარტო ტურნირი, ქართველმა გამარჯვებით დაიყწო. ტრავალიამდე მან, ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი 4 სეტში - 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3 დაამარცხა.

ახლა, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი იქნება. ბერძენი ჩოგბურთელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეთა შორის. 20 წლის გახლავთ და ტურის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მეორე რაუნდის მატჩის შემეგ, ბერძენმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა, რომ ბერძენი ქომაგები მას დიდ ძალას აძლევენ,

ბასილაშილი - ციციპასის დაპირისპირება 18 იანვარს გაიმართება. იმავე დღეს გახდება ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა ფრიცი-ფედერერის დაპირისპირებაში.


Source: Mike Owen/Getty Images AsiaPac