ხარაბაძე "ციურიხში", „დინამო თბილისი“ კი ახალი სეზონისთვის ემზადება
ხარაბაძე "ციურიხში", „დინამო თბილისი“ კი ახალი სეზონისთვის ემზადება
10.01.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთ კლუბი „დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადებას 8 იანვრიდან შეუდგა. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით დინამოელთა ახლაგაზრდა მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე განათხოვრების წესით შვეიცარულ კლუბში, „ციურიხში" იასპარეზებს.

როგორც უკვე იცით, „დინამო თბილისმა", ლევან კუტალიასა და ნოდარ იაშვილის კლუბში გადმოსვლის შესახებ, ოფიციალურად ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა.  TSFF.GE-ს ინფორმაციით, „დინამო თბილისთან" ერთად აგრძელებენ ვარჯიშს ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა თოთაძე, გუჯა რუხაია და ლევან შენგელია, რომელთა კლუბში დარჩენის შესახებ, ქართული ფეხბურთის მოყვარულთა შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მას თბილისურ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა და დიდი ალბათობით, 2019 წლიდან კვლავ დანიაში გააგრძელებს ასპარეზობას. "დინამო თბილისი" დატოვა ლაშა ქოჩლაძემაც. უახლოეს დღეებში, საბოლოოდ გადაყწება დემეტრე ბულისკერიას "ლოკომოტოვში" იჯარით წესით გადასვლის თაობაზეც. 

ჯერ-ჯერობით კლუბი არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას  26 წლის  ესპანელი თავდამსხმელის ფრანსისკო კარბია ბარერას შესახებ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სამედიცინო შემოწმებას გადის. ფეხბურთელს, რომელიც ესპანურ „ლა ლიგა 2"-ში თამაშობს, 2018-19 წლების სეზონის პირველ ნახევარში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. საერთო ჯამში, კი მის ანგარიშზე 82 მატჩში 10 გოლია არღიცხული. სწორედ, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი ესპანელისა და „დინამო თბილისის" სამომავლო ურთირთობების შესახებ.

თუ რა სახით და შემადგენლობით იასპარეზებს, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი 2019 წლის სეზონზე, ეს მხოლოდ ზამთრის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელსაც თბილისური კლუბი იანვრის ბოლოდან, თითქმის ერთი თვის მანძილზე თურქეთში გაივლის. სავარაუდოდ, ამ პერიოდში გაირკვევა კლუბის სამწვრთნელო შტაბის საბოლოო შემადგენლობაც და ფუნქცია-მოვალეობებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი სეზონიდან „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბს კვლავ ესპანური მწვრთნელები დაემატებიან, თბილისელთათვის საყვარელი დინამოელის ჩისკოს ჩათვლით.  დიდი ვარაუდით, „დინამო თბილისში" ესპანელების გამოჩენაც, სწორედ, სამწვრთნელო შტაბის გადახალისებას უკავშირდება. ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვიდან თუ ვიმსჯელებთ, „დინამო თბილისი" რამდენიმე წლის წინ აღებულ გეზსს არ ღალატობს და კვლავ აქცენტებს „დინამოს აკადემიის" აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს.

„დინამო თბილისში" მიმდინარე საბოლოო გადაადგილებებამდე კი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ხვალიდან, 11 იანვრიდან, „ზამთრის თასის" გათამაშებაში ჩაებმება. 11:30 საათზე, თბილისელები ბოლნისის „სიონს" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს და მასზე დასწრება თავისუფალია. რაც შეეხება „დინამო თბილისის" მეტოქეებს, 13 გუნდიან ტურნირზე, რომელიც 4 ჯგუფად არის დაყოფილი, დინამოელები 4-გუნდიან ჯგუფში, „სიონთან", „ვიტ-ჯორჯიასთან" და „ცხინვალთან" ერთად მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გუნდი გადადის.

ამავე დღეებში 11,12 და 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში კი 15-წლამდეთა ტურნირში „დინამოს აკადემიის" გუნდი იასპარეზებს.

2019 წლის ელიგის რიგით 31- ე  გათამაშებას კი, „დინამო თბილისი" 3 მარტს, თბილისიდან დაიწყებს და მისი მექტორე საჩხერის „ჩიხურა" იქნება.