თათია ლორთქიფანიძე ოლიმპიური ლიცენზიის მოლოდინშია
თათია ლორთქიფანიძე ოლიმპიური ლიცენზიის მოლოდინშია
08.01.2019
ავტორი:

გასული წლის ბოლოს, თბილისის „ივენთ ჰოლში", საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამართული წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოებისას, ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ 2018 წლის საუკეთესოს ტიტული ყველაზე ძლიერ კაცს დედამიწაზე, ლაშა ტალახაძეს შეხვდებოდა. ლოგიკური იყო, რომ საუკეთესო ქალიც „ძლიერებიდან" იქნებოდა. ლაშას, ანასტასია გოტფრიდიც დაემატა - 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის რანგში.  ისიც, ლოგიკური იყო, რომ იმ წელს, ჯილდოს გარეშე, არც საქართველოს ძალოსანთან ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არანაკლებ ცნობილი და პოპულარული გიორგი ასანიძე დარჩებოდა.  ოლიმპიელთა დაჯილდოების შემდეგ, რამდენიმე დღეში, უკვე სპორტის სამინოსტროს ვერსიით, ერთდროულად, ძალოსნობის ფედერაციის სამი წარმომადგენელი გამოჰყვეს. ლაშა, გიორგი და ახლაგაზრდა რეზი დავითაძე. 2018 წლის ბოლო დაჯილდოებაზე კი, რომელიც ასევე „ივენთ ჰოლში" გაიმართ, თბილისის მერიამ კიდევ ერთი ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე გამოარჩია.

სხვათა შორის, თათიას შესახებ, აზრი გიორგი ასანიძესაც ვკითხეთ. მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა ქართველი ქალი ძალოსანი, ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ფიცარნაგს და როგორც ამბობენ, ჯერ მისთვის ჩვეულ ფორმაშიც არ არის. ნამკრების მთავარ მწვრთნელს თათიასი ეიმედება და 2019 წლის მანძილზე, მას წარმატებებს უწინასწარმეტყველებს. თუმცა, ეს წარმატება, ბოლოს მაინც ახალგაზრდა სპორტსმენის მომზადებაზე, შეჯიბრის დროს მობილიზებაზე და იღბალზეც იქნება დამოკიდებული.




ჩვენი გვერდიდან 2018 წლის მანძილზე, თათია ლორთქიფანიძის შესახებ გაწვდიდით ხოლმე ინფორმაციებს. ამჯერად კი, ახალი 2019 წლის სეზონის დასაწყისში, თათიას ექსკლუზიურად ჩვენი გვერდი მკითხველისთვის რამდენიმე შეკითხვით მივმართედ:

„ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობას და პირადად გიორგი ასანიძეს იმედები არ გავუცრუო, ვასახელო ჩვენი ფედერაცია, რომელიც დამსახურებულად უკვე მესამედ ზედიზედ საუკეთესო სპორტულ ფედერაციად სახელდება. ანასტასია გოტფრიდი ახლა შვილს ელოდება და დროებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ქალებში პასუხისმგებლობა  დამაწვება მხრებზე, რასაც მე და ჩემი პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი ვაცნობიერებთ. რისთვისაც, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აქტიურად ვემზადებით,"- ამბობს თათია ლორთქიფანიძე.

ვიცით, რომ ტრავმა გქონდა და მერე რეაბილიტაციის პერიოდი. ახალ, როგორ გრძნობს თავს, ძალოსანი ქალი?

ბუქარესტში ჩატარებულ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, გუნდური პირველი ადგილისა და ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედლის აღების შემდეგ დიდი სტიმული მივიღე და ვარჯიშსაც გაათკეცებული ძალისხმევით შევუდექი, მაგრამ სამწუხაროდ მხრის სახსარში განვითარებულმა ტრამვამ თავი შემახსენა. მკურნალობამ და რეაბილიტაციამ საკმაო დრო წაიღო. ახლა შევდივარ ფორმაში და იმედი მაქვს შეკრებას მობილიზირებული შევხვდები. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი ხომ გაზაფხულზე ბათუმში ტარდება".




ეს ყველაფერი კარგი, თუ გაქვთ უკვე კონკრეტული გეგმა. რა იქნება თათიასთვის პრიორიტეტი 2019 წელს?

„ჩემი პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც ამ ეტაპზე არის, მოვიპოვო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია და წვლილი შევიტანო ნაკრების საერთო გუნდურ ჩათვლაში. ამისთვოს თავს არ დავზოგავ".

ყურადღება, ნებისმიერს ახარებს. ის, რომ 2018 წლის ბოლოს, თბილისის მერიამ დააფასა ქართველი ძალოსანი ქალის წარმატება, თქვენთვის რას ნიშნავს?

„პირადად მე, თბილისის მერია,  არა ერთხელ დამდგომია გვერდით. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ გამგზავრებისა და ტურნირში ჩემი მონაწილეობის ხარჯებიც ფედერაციასთან ერთად, სწორედ მათ აიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო იმჟამინდელ სპორტის მესვეურებს თბილისის საკრებულოდან და მათ რიცხვში პირადად ქეთი ჯოხაძეს, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს. ამჯერად კი, ცოტა არ იყოს და მოულოდნელი „საახალწო საჩუქრისთვის", ფულადი პრემიისთვის, რომელიც მერიამ მე და კიდევ ბევრ სპორტსმენს გადასცა დიდ მადლობას ვუხდი. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენს შრომას აფასებენ და ხედავენ".

ქალისთვის რამდენად რთულია იყო იმ სპორტში, რომელიც ტრადიციულად მამაკაცურად ითველბა და თან იქ, სადაც ლაშა გვყავს. ლაშას თუ მიუძღვის რამე როლი, შენს სპორტსმენად გაზრდაში?




„სპორტი ჩემი ცხოვრება და მოწოდებაა. პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. პირველი ქართველი ძალოსანი ქალი , რომელმაც მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ასპარეზობაზე და 2015 წლი ევროპის ჩემპიონატზე ათეულში შევედი. იმის შემდეგ, 23 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატზე შედეგები გავაუმჯობესე. მსოფლიო თასზე... კახი კახიშვილის საერთაშორისო ტურნირნირიც გამარჯვებით აღვნიშნე და სულ ბოლოს, ბრინჯაო 2018 წლის ევროპაზე ბუქარესტში. ყოველივე ამან დიდი გამოცდილება და საკუთარ თავში ძალები განმიმტკიცა და რწმენა შემმატა. ჩვენი ფედერაცია, ხომ ოლიმპიელების ფედერაციაა. საამაყოა და საპასუხისმგებლოც ჩემთვის, რომ ფედერაციას ხელმძღვანელობს სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, კახი კახიაშვილი, მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების ოლიმპიური ჩემპიონი გია ასანიძე, ფედერავიის უხუცესი წევრი, ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარი, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს ისტორიაში რაფაელ  ჩიმიშკიანი და რაღა თქმა უნდა, მსოფლიოს უძლიერესი ტიტანის ოლიმპიური ჩემპიონისა და თანამედროვე ძალოსნობის უძლეველი ტიტანის ლაშა ტალახაძის სახელი სრულიად ქართულ სპორტს აყენებს ახალ საფეხურზე, არამც თუ ძალოსნობას, რომელიც ბევრი სპორტის სახეობის ფუნდამენტიცაა ამავე დროს. ლაშას გვერდით ნაკრებში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივიცაა და სტიმულიც. მისგან ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, რაც მაძლიერებს და გამარჯვებისთვის განმაწყობს. მას და სრულიად საქართველოს ვუსურვებ ახალ და ახალ გამარჯვებებს!".

ეს, მოკლედ, თათიას შესახებ წლის დასაწყისში. ჩვენის მხრივ, TSFF.GE თათიას და ყველა ქართველ ძალოსან 2019 წელს წარმატებებს და 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას უსურვებს.