ბასილაშვილი ერთი საფეხურით მაღლა, მორიგ ტურნირს დაიწყებს
ბასილაშვილი ერთი საფეხურით მაღლა, მორიგ ტურნირს დაიწყებს
07.01.2019
ავტორი:

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის მორიგ ტურნირს „დიდი სლემის" სერიის პირველი გათამაშებიდან, ავსტრალიიდან დაიწყებს. მელბურნში, სერიის პირველ ტურნირზე ბასილაშვილი ATP რეიტინგების მიხედვით, მე-20 ჩოგბურთელის რანგში იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენის სარეიტინგო ქულა აღნიშნულ ტურნირამდე 1820 არის.

ახალი რეიტინგები ATP-მ, დოჰაში დასრულებული ტურნირის შემდეგ გამოაქვეყნა.  მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელ მამაკაცთა ნუსხადან, რომელსაც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 9135 ქულით ლიდერობს, „ავსტრალიის ღია პირველობაზე" პირველი ოცეულიდან, მხოლოდ 19 მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრი რომელიც თავის 107- ე სტარტს „მელბურნ პარკის" კორტებზე 2019 წლის 14 იანვარს აიღებს და  27 იანვრამდე გასტანს, „დიდი სლემის" ტურნირების კალენდარულ წელს გახსნის. წილისყრამდე უცნობია, თუ ვინ იქნებიან ქართველი ჩოგბურთელის მეტოქეები. თუმცა, ცნობილია, რომ ტურნირის ორი მონაწილე ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი, სხვადასხვა ბადეში არიან განთესილები და პირველი ოთხი რაუნდის მანძილზე, ერთმანეთს არ გადაეკვეთებიან. „ავსტრალიის ღია პირველობის" 2018 წლის გამარჯვებული და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კი როჯერ ფედერერია, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ავსტრალიაში, ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, კიდევ ორი ქართველი ჩოგბურთელი იქნება წარმოდგენილი. ნიკოლოზ ბასილაშივილთან ერთად მელბურნში არიან და „ავსტრალიის ღია პირველობით" დაიწყებენ 2019 წლის სეზონს, ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგში 163 პოზიცზე  მყოფი ეკატერინე გორგოძე (საკვალიფიკაციო ეტაპიდან) და ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს წყვილთა თარნრიგში სცდის.