საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი ჩემპიონი ჰყავს
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი ჩემპიონი ჰყავს
26.11.2018
ავტორი:

თითქმის ერთი თვით ადრე დაანონსებული და მოლოდინის რეჟიმში გადაყვანილი ჩემპიონობა, რომელზეც ელიგის 2018 წლის დაწყებიდან მთელი რიგი რგოლები გამართულად, მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ, დღეს აღსრულდა. ელიგის 33-ე ტურში თამაშის მიმდინარეობისას მასპინძელი კლუბის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ანთებული პეტარდების, თამაშის დროს მოედანზე გადმოყრილი ქაღალდის რგოლების (რომლებიც აშკარად ხელს უშლიდა მსაჯებსაც და ფეხბურთელებსაც),  გამომცხადებლის ქრონიკული „გამხნევნევებისთვის" მასპინძელი გუნდის მიმართ, მატჩამდე გაშვებული ფონოგრამის (საავტორო უფლებების ძალაში შესვლის შემდეგ, რიგი სტადიონები თავს იკავებენ მსგავსი ქმედებებისგან, აქ კი ფრედი მერკური მატჩის ბოლოს, ბოლო ხმაზე „გაჰკიოდა") და სარაგბო მატჩის შემდეგ, ისედაც გაპარატახებულ მოედანზე გადაცვენილი ბავშვების (თუმცა, თამაშის შემდეგ გადასვლებს ხომ ვართ ხოლმე) გამო დაწესებულ ფულად ჯარიმას, თუკი, ასეთი იქნებოდა, აუცილებლად გადაიხდიდა. „თუკი" - ეს, ამ შემთხვევაში, ძალიან კარგი სიტყვაა, რადგან სამწუხაროდ, ელიგაში არიან გუნდები და არიან, „თუკიგუნდები".






33-ე ტურის შეხვედრა კი „საბურთალოსა" და „დინამო თბილისს" შორის სამკმაოდ სანახაობრივი და კარგი აღმოჩნდა. დღეს, არც ერთ გუნდს არ დაუკლია მონდომება და ალბათ, რომ არა მსაჯების მცირედ უდიერი მიდგომა და რაც მთავარია და რაც, დიდი პრობლემაა ელიგაზე, გამეორების კამერების არაზუსტი განლაგება მატჩების დროს (ძალიან ბევრი სადაო მომენტი, სწორედ იმის გამო, რომ კამერის ხედვა არ იყო სწორი, ბევრი გუნდისთვის სავალალო აღმოჩნდა), ეს შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა. რაც, აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა. თუმცა, მსაჯებიც ადამიანები არიან და „ზოგჯერ", მათაც მოსდით „შეცდომები", უბრალოდ, „საბურთალოსა" და „დინამო თბილისი" 2018 წლის დაპირისპირებებში (2017 წლის ამ გუდების ბოლო შეხვედრას, რომ თავი დავანებოთ) რატომღაც, „დინამო თბილისის" საზიანოდ მსაჯებს, ბევრი „შეეშალათ". არც დღევანდელი დღე და საეჭვო 11-მეტრიანი იყო გამონაკლისი.






ბუნებრივია, 2018 წლის გათამაშებისას, „დინამო თბილისი" თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ჩემპიონობამდე ვერ „გაქაჩავდა". მომავალს მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი,  დინამოელებს, ჯერ დარჩენილ 3 შეხვედრაში მოუწევთ მაქსიმუმის გაკეთება, რათა ადგილი სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურთზე შეინარჩუნონ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ გუნდი გათამაშების ბოლოს, საერთოდ, მე-4 ადგილზე აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ „საბურთალო", რომელმაც დღეს სწორედ „დინამო თბილისთან" მოგების შემდეგ ქვეყნის ჩემპიონობა გაინაღდა, ახლა, სლენგს მოვიხმარ და არ „დაიკიდებს" დარჩენილ თამაშებს და მე-3 და მე-4 საფეხურზე მყოფ გუნდებს, ვისთანაც თამაში უწევს უბრალოდ „არ დაუწვება". კიდევ ერთხელ სლენგისთვის გიბოდიშებთ. თუმცა, თუ საქართველოში, დღეს, არც თუ სახარბიელო მგომარეობაში, მაგრამ ყველაზე ტუტულოვანი ქართული გუნდის მიმართ, საერთო ზიზღს (ელემენტარულად, ელიგის ნებისმიერი მატჩი შეგიძლიათ გადაახვიოთ და უბრალოდ, მოუსმინოთ კომენტატორებს) გავიხსენებთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი ამ სურათით განვითარდეს.   




დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს „საბურათალომ" 2-1 გაიმარჯვა და თავისი არსებობის მოკლე ისტორიაში, პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, არ ვიტყვით სიახლეს, რომ 2018 წელს, თუ საქართველოში ვინმე ჩემპიონობას იმსახურებდა ქუთაისის „ტორპედო" იყო.

მიმდინარე სეზონში, რაც ტორპედოელებმა დავით ყიფიანის სახელობის თასი აიღეს,  ელიგაში მე-3 საფეხურზე იმყოფებიან და მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩებიან „დინამო თბილისს", 33-ე ტურის შეხვედრაში „ჩიხურა" 0-2 დაამარცხეს.

ვეღარაფერი უშველი ფოთის „კოლხეთი 1913"-ს, რათა ადგილი შეინარჩუნოს ელიგაში. ფოთელებმა, მორიგი მარცხი „რუსთავთან" იწვნიეს 0-1. უკვე ახალი სეზონიდან, „კოლხეთი -1913"-ს ახლა სტადიონზე, რომელიც სავარაუდოდ საბოლოოდ მზად იქნება, ლიგა 2-ზე მოუწევს თამაში.

33-ე ტურის შემდეგ. ცუდ მდგომარეობაში არიან „სამტრედია", რომელმაც „დილასთან" გორში წააგო 3-0 და „სიონი", რომელმაც „ლოკომოტივთან" 1-2  დასთმო შეხვედრა.

სატურნირო ცხრილი

ბუნებრივია, ელიგის გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, თუმცა, საბოლოოდ, თუ ვინ და რომელ ადგილს დასჯერდება სატურნირო ცხრილში, ამას დარჩენილი ტურები გაარკვევს.