„ანგისას სტადიონზე“ დასწრება თავისუფალია
„ანგისას სტადიონზე“ დასწრება თავისუფალია
22.11.2018
ავტორი:

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი „ანგისას სტადიონზე" 25 ნოემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება. უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური, ბოლო შეხვედრისთვის მომზადებულ საჩუქარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი დაუმატა. ამჯერად, სფფ-ს ინიციატივით, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალიზე დასწრება თავისუფალია. ასე, რომ ყველას ვინც იმ მომენტში ბათუმში იქნება, შეეძლება კიდევ ერთი ისტორიული მატჩის უშუალო მონაწილე გახდეს.

ფეხბურთის გულშემატკივარმა ალბათ იცის, რომ  უკვე მეოთხე სეზონია, რაც საქართველოს თასის  ფინალი, თბილისს გარეთ - რეგიონებში იმართება. ქუთაისის, ზესტაფონისა და გორის შემდეგ, ფინალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "გაგრა" და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" შეხვდებიან. გუნდები, საქართველოს ჩემპიონატზე სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობენ და გუშინ, 21 ნოემბერს, ორივე გუნდმა ტურის შეხვედრები ვადაზე ადრე გამართა. „ტორპედომ" საჩხერეში „ჩიხურა" დაამარცხა 0-2, „გაგრამ" კი „ცხინვალთან" ფრედ 1-1 ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის თასის ფინალზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.