კარგი სტარტი და მომდევნო მატჩი, 17 ნოემბერს, 17:00-ზე
კარგი სტარტი და მომდევნო მატჩი, 17 ნოემბერს, 17:00-ზე
14.11.2018
ავტორი:

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო, გიორგი მიქაძის გუნდმა ლიხტენშტაინის ნაკრები დიდი ანგარიშით, 7-0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრებიდან ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი გულიაშვიმა. თითო გოლი კი, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, თამაზ ბაბუნაძემ და გიორგი ივანიაძემ გაიტანეს.

ლიხტენშტაინთან მატჩში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბულისკერია, ხარაბაძე, გელაშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ინჯგია, ფაცაცია, ნანობაშვილი.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მოსახვედრად იბრძვის. ქართველი ფეხბურთელები 14-20 ნოემბრის ჩათვლით ისრაელის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტაინის ნაკრებების წინააღმდეგ  იბრძვის.

19 -წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ამ შეკრებაზე შემდეგ ფეხურთელებს დაუძახა -მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ); მცველები - ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ); ნახევარმცველები: ცოტნე ფაცაცია (მერანი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (გაგრა); თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), თემურ გაბუნია (დინამო თბ)

ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელმა 4-1 დაამარცხა აზერბაიჯანი.  სწორედ აზერბაიჯანთან ელის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს მომდევნო შეხვედრა. მატჩი 17 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

 

არქივის ფოტო