ბომბარდირთა სიას 20 გატანილი გოლით გიორგი გაბედავა ლიდერობს
ბომბარდირთა სიას 20 გატანილი გოლით გიორგი გაბედავა ლიდერობს
11.11.2018
ავტორი:


საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე, „გაგრასთან" ½ განცდილი მარცხისა და დღეს, ელიგის 32-ე ტურში, თბილისში „დინამო არენაზე" დიდი ანგარიშით 1-4 წაგებული შეხვედრის შემდეგ საჩხერის „ჩიხურასთან", „დინამო თბილისი" საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა. ამავდროულად კლუბი, მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც დატოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კაჭარავას, ზაურ სვანაძით ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობამ მიიღო. კლუბის ოფიციალურ გვერდებზე კაჭარავას მადლობა გადაუხადეს, „დინამო თბილისში" გაწეული სამსახურისთვის. მინ ნაცვლად, კი ზაურ სვანაძე, ლეგენდარული 1981 წლის 13 მაისის მონაწილე დანიშნეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ხნით ჩაუდგება სვანაძე „დინამო თბილისს" სათავეში. ერთი კი ცხადია, დარჩენილ ტურებში, გუნდმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ 2019-2020 წლების ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვოს. დღეს, ელიგის 32-ე ტურის მატჩში, საჩხერის „ჩიხურასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, თბილისელებმა ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.




დღევანდელი შეხვედრა კი საჩხერელთა შეტევებით დაიყო და მატჩის დასაწყისშივე შედეგი გამოიღო. გოლი, მე-11 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა, 0-1.  დინამოელებს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება, მაგრამ ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო დინო ჰამზიჩი. სხვა შემთხვევაში კი, ბურთი თითო ტაიმში თითოჯერ, ძელმა იხსნა. მეორე ტაიმი გიორგი გაბედავას ტრიუმფით ჩატარდა. გაბედავამ, დინამოელთა კარში 3 გოლი გაიტანა და ახლა ელიგის ბომბარდირთა დავაში, დილელ მიკოლა კოვტალიუკს 3 გოლით გადაასწრო.  „დინამო არენაზე" კი თბილისელთაგან, პრესტიჟის გოლი ლევან შენგელიამ გაიტანა. შეხვედრა 1-4 დასრულდა.  

ამ ტურის შემდეგ, „დინამო თბილისსა" და გათამაშების ლიდერს „საბურთალოს" შორის, სხვაობა 8 ქულაა და ეს გუნდები, მომდევნო 33-ე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ელიგის 2018 წლის ჩემპიონის ბედიც. ფაქტია, რომ მთელი სეზონის მანძილზე, „დინამო თბილისმა", მიმდინარე გათამაშებაში, თავისი უშუალო კონკურენტის ვერც ერთი წაბორძიკება ვერ გამოიყენა.

„საბურთალომ" 32-ე ტურში, „მესხი 2"-ზე ითამაშა „ლოკომოტივთან". ამ თბილისურ დერბიში, საბურთალოელები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ. გოლი, მე-40 წუთზე, დაჩი ცნობილაძემ გაიტანა. თუმცა, შევხედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, გათამაშების ლიდერის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც, ზუსტად გამოიყენა თეიმურაზ შონიამ და „საბურთალოს" 2 ქულა დააკარგვინა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

იმავე დღეს, „მიხეილ მესხის სტადიონის" მთავარ მოედანზე, „სიონმა" „რუსთავი" 0-3 გაანადგურა.

1-0 მოუგო, გორში, „დილამ" „კოლხეთი 1913"-ს, რომელიც განახლებულ სტადიონთან ერთად, მომავალ სეზონს, ლიგა 2-ში გაატარებს.

"სამტრედიასთან" „დინამო თბილისის" მიერ დამყარებული სეზონის რეკორდი (მატჩის ანგარიში იყო 1-8), გააუმჯობესა ქუთაისის „ტორპედომ", რომელმაც არ დაინდო მეზობელი „სამტრედია" და 8 უპასუხო გოლი გაუტანა. ქუთაისლებემა 0-8 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში, მეორე ადგილზე მყოფ „დინამო თბილისს" 4 ქულამდე მიუახლოვდნენ.

მომდევნო ტური, სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ გაიმართება.

გათამაშების კალენდარი

სატურნირო ცხრილი

ელიგის სტატისტიკა