14-წლამდე „დინამო თბილისი“ „ატეიტის თასის“ მფლობელია
14-წლამდე „დინამო თბილისი“ „ატეიტის თასის“ მფლობელია
04.11.2018
ავტორი:

ტრადიციულ ვილნიუსურ ტურნირზე, „ატეიტის თასზე", რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება რამდენიმე ასაკში და მასში ტრადიციულად რამდენიმე ათეული ქვეყნის საფეხბურთო სკოლა მონაწილეობს, დინამოელებმა 14-წლამდე ტურნირი მოიგეს.

ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ფინალში დუბლინის „ჩერი ორჩარდი" ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა, თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ორი 25-წუთიანი (დებულების მიხედვით ტაიმების ხანგრძლივობა ასეთია) ტაიმის განვალობაში, ქართველთა გუნდი ბევრს უტევდა. პირველი  გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. საბა გეგიძემ, საკმაოდ უხერხული კუთხიდან პირდაპირ კარში ჩაახვია, 1-0. მეორე, გოლი კი, პატარა დინამოელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. ჯადული იობაშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ვიტალი დარასელიას ტურნირის" საუკეთესო ახლაგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, 14-წლამდე „დინამო თბილისს" გამარჯვების გოლი  მოუტანა.  

ტურნირის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, ორგანიზატორებმა თბილისელი ფეხბურთელები გამოარჩიეს. საუკეთესო ნახევარმცველად დავით შიოლაშვილი, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარედ ლუკა ჯოჯუა დაასახელეს.

ფინალამდე, 14 წლამდე დინამოელებმა ფინალამდე ჯგუფში, ლატვიური „დაუგავპილსი" ანგარიშით 1-0,  ესტონური „კალევო" 3-1, ბელარუსის „ნემანი" 3-0  დაამარცხეს, ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიის გუნდთან ფრედ 0-0 ითამაშეს. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსის „ბატეს" შეხვდა, რომელმაც თავის მხრივა ჯგუფიდან გასასვლელი გადამწყვეტ მატჩში ინლისური მიდლსბრო 5-0 დაამარცხა. 14-წლამდე ლურჯ-თეთრებმა ბატეს ორი უპასუხო გოლით მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

„დინამო თბილისის" შემადგენლობა, ფინალურ მატჩში ასეთი იყო: ჯოჯუა, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, იობაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ჯანაშია, გოგებაშვილი, როსივერი, თოდუა, დევიძე.

შეგახსნებთ, რომ 14-წლამდე ასაკში გამართულ ტურნირამდე, 21 ოქტომბერს „ატეიტის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა „დინამო თბილისის" 12-წლამდე გუნდმა. იმ დღეს, „დინამო თბილისისა" და „დინამო კიევის"  დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და კიეველთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.


ფოტო: "დინამო თბილისის აკადემიის"