31 აგვისტოს 19:30 წუთიდან სრული მზადყოფნაა
31 აგვისტოს 19:30 წუთიდან სრული მზადყოფნაა
30.08.2017
ავტორი:

ევრობასკეტის პირველ საშეჯიბრო დღემდე, ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ ვარჯიშს თელ-ავივში ჩასული ქართველი ჟურნალისტებიც დაესწრნენ. ვარჯიში, მედიისთვის 15 წუთით იყო ღია.

„ უნდა გავითვალისიწნოთ, რომ ეს არ არის ერთი თამაში. ეს არის ხუთთამაშიანი სერია. ყველა თამაშისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადო, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველა მონწინააღმდეგე ერთნაირ კალათბურთს, ვერ ითამაშებს. ასე, რომ ჯერ მთელი კონცეტრაცია ხვალინდელი თამაშისკენაა, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ.  მე ვფიქრობ, მზად ვართ ფსიქოლოგიურად, მზად ვართ  ფსიქოლოგიურადაც და ვნახოთ, 40 წუთის განმავლობაში საინტერესო თამაში გველის. რაც შეეხხება ჩემს ჯანმრთელობას, უკეთესად ვგრძნობ თავს. ყველა ვარჯიში გამოვიყენე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევსულიყავი ფორმაში. დანარჩენს, თუ რა დონეზე ვარ, ოფიციალური თამაშის დროს გამოჩნდება. წინა ჩემპიონატს თუ გავიხსენებთ, ძალიან ცუდი დასაწყისი გქვონდა. დავმარცხდით ჰოლანდიის ნაკრებთან, თუმცა ბოლო 2 თამაშში მოვახერხეთ და გავედით შემდეგ ეტაპზე. ყოველთვის შეგიძილია სასტარტო მატჩი, კარგი სიურპრიზით დაიწყო.  წელს საქართველოს ნაკრები, საკმაოდ ძლიერია, ამიტომ წარმატებული სტარტი სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება, რადგან ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია", - ამბობს, ზაზა ფაჩულია.

„ზაზამ ნამდვილად ბევრი იშრომა იმისათვის, რომ გუნდში დაბრუნებულიყო. რა თქმა უნდა, ადვილი არაა, ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნება და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ თავისი მოვალეობა თამაშის დროს სრულყოფილად შეასრულოს, მაგრამ მას უდიდესი გამოცდილება აქვს. ჭკვიანი მოთამაშეა და მისი თამაში გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თავად ზაზამაც კარგად იცის რამდენად სჭირდება გუნდს.  ახლა გუნდი კარგ ფორმაშია, კარგი შედეგიც ვაჩვენეთ, განსაკუთრებით „აკროპოლისის თასის" პირველ ორ თამაშში საბერძნეთისა და სერბეთის წინააღმდეგ, მაგრამ საჭიროა უფრო აგრესიული თამაში, უნდა ვიმუშაოთ მცირე, მაგრამ აუცილებელ დეტალებზე.  პირველი თამაში ლიტვასთან გვაქვს. ამ ქვეყანასთან თამაში ყოველთვის მეგობრულია, მაგრამ მათ განსხვავებული ტაქტიკა აქვთ, ამიტომ საჭიროა კარგად მომზადება და  მათ წინააღმდეგ ჭკვიანურად თამაში", - ამბობც ილიას ზუროსი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

„ევროპის ჩემპიონატისთვის თევანხაევარია ვემზადებით. გუნდის ყველა წევრი კარგად არის. ტრავმები, არავის აწუხებს.  ტურნირის სტარტამდე, ეს არის ყველაზე მნიშვნელობანი. ჩემპიონატის გათამაშების წინ, ადრენალი იზრდება და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს ადრენალინი ჩვენთვის პოზიტიური იქნება. ამ ევროპოს ჩემპიონატს დავიწყებთ მოგებით", -ამბობს ვლადიმერ ბოისა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.  

„მე-4 ევრობასკეტია, რომელშიც საქრთველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობს. ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, ეს ყველაზე რთული იქნება, რადგან გუნდების მომზადების დონემ მოიმატა. დარწმნებული ვარ, ეს ევროპის ჩემპიონატი, ყველაზე დაძაბული და საინტერესო იქნება. ეს ვიცით ჩვენ და ვცდილობთ მაქსიმუმის გაკეთებას. ჩემი მწვრთნელებთან შეხვედრების, საუბრებისა და თათბირების შემდეგ გეგმა ასეთია: ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა. მინიმუმ,  2  შეხვედრაში გამარჯვენა, შემდგე კი,  იმისდა გადმოცდილებით, რაც გუნდს გააჩნია ¼ გადასვლაა", - ამბობს მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ისრაელში ჩამოსვლის შემდეგ, ნაკრების წევრებს მცირე დასვენების საშუალება მიეცათ და იმავე საღამოს პირველი ვარჯიში ჩაატარეს. ჩვენებმა დღესაც ივარჯიშეს. გუნდში საბრძოლა განწყობაა.   ხვალ კი, თბილისის დროით 19 :30  საათზე პირველ შევხედრას გამართავს ლიტვის გუნდთან.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

იხილეთ ვიდეოები: ზაზა ფაჩულიას კომენტარი / ეროვნული ნაკრების ვარჯიში თელ-ავივში