ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი სენსაცია მოახდინა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი სენსაცია მოახდინა
07.10.2018
ავტორი:

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელი არაა დასრულებული, საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად განიხილება. 26 წლის ჩოგბურთელმა მიმდინარე წელს,  ATP-ის ორი უმაღლლესი რანგის ტურნირი მოიგო, თანაც გზად მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავების დამარცხებაც შესძლო.

1 საათი და 43 წუთი დასჭირდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, მსოფლიოს მეოთხე და ჩინეთის ღია პირველიბაზე პირველი ჩოგანად განთესილი, არგენტინელი ხუან მარტინ დელპოტროს დასამარცხებლად - 6:4, 6:4. ბასილაშვილმა ფავორიტად შერაცხულ დელპოტროს, ტაკტიკითა და მოთმინებით აჯობა. მეტოქე, ორივე სეტში თითოჯერ „დააბრეიკა" - თითო სეტში მოიგო მეტოქის მოწოდებები და საკუთარი არ დათმო.

ამ ტურნირის მოგებით ნიკამ, 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ახალ რეიტინგებში, რომელიც ორშაბათს  გამოქვეყნდება ის, 34-ე ადგილიდან, მისთვის  რეკორდულ 23-ე ადგილზე იქნება. ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, რომლის საპრიზო ფონდიც 4 მლმ 350 ათასი იყო, ქართველი სპორტსმენის პირად ანგარიშზე 734 000 დოლარი აღმოჩნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის წარმატებული ტურნირის შემდეგ, ჩინეთსი რჩება და ახლა, უკვე შანხაის ტურნირში ჩაერთვება. ცოტა ხნის წინ, ქართველმა სპორტსმენმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში პირობა დადო, რომ საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულს უმიზნებს. სპორტსმენის მიზანდასახულობიდან და მონდომებიდან გამომდინარე, ეს არც თუ რეალობას მოკლებული გათვლებია.

ფოტო: ATP World Tour