ჟორჟის წითელი გაუუქმეს
ჟორჟის წითელი გაუუქმეს
07.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჟორჟი მიქაუტაძისთვის წითელი ბარათის გაუქმებით, იმ მსაჯმა მიმართა, რომელმაც, საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში, „რენსის" წინააღმდეგ, ქართველს წითელი ბარათი უჩვენა. რუდი ბუქე აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეორეფერის ოთახიდან მომენტის გადამოწმებაზე გაუშვეს, თუმცა, მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.


იხილეთ მომენტი ბმულზე


თავის მხრივ, სადისციპლინო დავების კომიტეტში შეხვედრის მთავარი მსაჯის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კლუბის ხელმძღვანელობამაც დააანონსა და მოგვიანებით, გაასაჩივრა კიდეც. პარალელირად, ქართველის „დასჯა" იმდენად გამოდიოდა ყველა ფარგლებს მიღმა, რომ როგორ ჩანს, მასზე შეხვედრის არბიტრმა თავადაც ბევრი იფიქრა და საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა თავადაც ითხოვა.


საბოლოოდ, მას შემდეგ რაც სადისციპლინომ გადახედა ყველა ხელთ არსებულ დოკუმენტს, ფოტო, ვიდეო მასალას და როგორც ჩანს მსაჯის საბოლოო „ჩვენებასაც", გადაწყვიტა, გაეუქმებინა ჟორჟისთვის წითელი ბარათი, თუმცა, ის ყვითელი ბარათით ჩაანაცვლა. ამის თაობაზე, ქართველის ფრანგული კლუბის ვებ-გვერდი იტყობინება. შესაბამისად გიორგი მიქაუტაძე, 12 მაისს, სტუმრად „სტრასბურის" წინააღმდეგ ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ ბოლო ტურში, 19 მაისს კი, „მეცი", საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლებს.

 


ფოტო: © fcmetz.com