შერმო, ტენერიფეში მედიკების მონიტორინგისა და მეთვალყურეობის ქვეშაა
შერმო, ტენერიფეში მედიკების მონიტორინგისა და მეთვალყურეობის ქვეშაა
07.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი შერმადინი, ტენერიფეს ერთ-ერთ კლინიკაში დღემდე იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, საქართველოსა და ესპანური საკლუბო კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, მუდმივ მეთვალყურეობასა და მონიტორინგს საჭიროებს. ჩვენი გვერდი, TSFF.Ge დღეს ეროვნული ნაკრების ექიმს, თორნიკე გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა და „შერმოს" ჯანმრთელობის შესახებ, უფრო დეტალურად სთხოვა კომენტარის გაკეთება.


„შერმოსთან" მუდმივი კონტაქტი მაქვს. ბოლო ინფორმაცია და ბოლო დიაგნოზი, რაც  გვაქვს ასეთი - გიორგის გაბზარული აქვს მარცხენა მხარის მე-9 ნეკნი. რის შედეგაც ე.წ. პნევმოთორაქსი ჩამოყალიბდა (ჰაერი პლევრის ღრუში). გაკეთდა ფუნქცია (დრენირება) და შესაბამისად, ახლა უდგას დრენაჟი და გამოიდევნება ეს ჰაერი. სეზონი, ყველა ვარიანტში, მისთვის დამთავრებულია. წინასწარ, სანაკრებო თემასთან დაკავშირებით ვერც გეტყვით და არ ვიცით, როგორ იქნება. იმიტომ, რომ ჯერ გამოჯანმრთელების პროცესი უნდა წარიმართოს. შემდეგ, რეაბილიტაციის და მარტივი სარეაბილიტაციო ამბავიც არაა. ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. „შერმო" , ახლაც საავადმყოფოში წევს. მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშაა. ჰაერი უნდა გამოიდევნოს პლევრის ღრუდან. შესაბამისად, ტენეიფეზე, ერთ-ერთ კლინიკაში მუდმივი მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშაა. მთავრმა საშიშროებამ გადაირა, მაგრამ დაკვირვება მიმდინარეობს. კარგად იქნება უბრალოდ დრო ჯერ არ ვიცი რამდენ ხანში", - ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.


შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას 32-ე ტურში, როდესაც „ტენერიფე" სტუმრად „ბრეოგანს" ეთამაშებოდა, მოედნიდან მიღებული ტრავმის გამო გაიყვანეს და მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. იმ შეხვედრაში, გიორგიმ პარკეტზე, მხოლოდ, წუთი გაატარა, დააგროვა 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველი ცენტრი შეტევაში უშეცდომო იყო, რადგან 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სამწუხაროდ და უკვე სამედიცინო გუნდის დასტურიც ნათელია, რომ საკლუბო სეზონი გიორგი შერმადინისთვის ვადაზე ადრე დასრულდა. თუმცა, გიორგისთვის სანაკრებო სეზონი სწორედ ახლა უნდა განახლებულიყო.


ამასობაში, „შერმოს" ესპანელი ქომაგები გამამხნევებელ ვიდეო-რგოლს უძღვნიან.


პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას თავდაპირველად იტალიაში, შემდეგ კი, ლატვიაში გაივლის და ოლიმპიურ თამაშებზე გასამგზავრებლად დარჩენილი ოთხი საგზურიდან ერთის მოპოვებას შეეცდება. იტალიური შეკრების დროს, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები, ტრენტოში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 23 ივნისს გაიმართება. ამის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები რიგაში გადაინაცვლებს და 28 ივნისს ეგვიპტეს შეხვდება. აი, ამ ორი შეხვედრის დასრულებისთანავე კი, საქართველოს ნაკრებს უშუალოდ ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებელი ტურნირი ელით. ახლა, ჩვენი, ქართული კალათბურთის სპეციალისტების, მედიისა და გულშემატკივრის საფიქრალი ისაა, რამდენად სწრაფად შესძლებს გიორგი შერმადინი რეაბილიტაციას და ნაკრებთან შეერთებას.