მორიგი ქართული გოლები - ამჯერად ლობჟანიძემ და კიტეიშვილმა გაიტანეს
მორიგი ქართული გოლები - ამჯერად ლობჟანიძემ და კიტეიშვილმა გაიტანეს
06.05.2024
ავტორი: მარიამ მესხი

26 მარტის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში არიან.


5 მაისს საბა ლობჟანიძის ატლანტამ MLS-ში მორიგი მატჩი გამართა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი „მინესოტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-2 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი, სტუმრები გააქტიურდნენ და ექვსწუთიან მონაკვეთში ანგარიში 0-2 გახადეს. ანგარიშის შემცირება საბა ლობჟანიძემ შეძლო, რომელმაც 82-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, მის გუნდს ამან ვერ უშველა. 10 მატჩის შემდეგ ლობჟანიძის „ატლანტა" 12 ქულით მეათე ადგილზეა და საჩემპიონი ფლეი-ოფს მიღმაა. ამისდა მიუხედავად, მეცხრეადგილოსან (ფლეი-ოფში გამსვლელი ადგილი) გუნდს, „დისი იუნაიტედს" მხოლოდ, 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს, საბას გუნდი ამერიკის ღია თასზე, 8 მაისს, „შარლოტის" წინააღმდეგ გამართავს.


საბა ლობჟანიძის გოლი იხილეთ ბმულზე


ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა" „ჰარტბერგს" უმასპინძლა. გრაცის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მოგეხსენებათ, კიტეიშვილის შტურმი ჩემპიონობისთვის იბრძვის და 30-ე ტურამდე უშუალო მეტოქეს, „ზალცბურგს" 3 ქულით უსწრებდა. მატჩი თავიდანვე, „შტურმისთვის" არასასურველი სცენარით დაიწყო. სამწუთიან მონაკვეთში გუნდის კაპიტანმა, ჯონ გორენჩ სტანკოვიჩმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და „შტურმი", 80 წუთის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდა. მე-17 წუთზე მაქსიმილიან ენტრუპმა სტუმრები დააწინაურა და „შტურმი" არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა გრაცელებმა, ერთი ქულა, სწორედ, ოთარ კიტეიშვილის წყალობით მოიპოვა. 58-ე წუთზე „კიტემ" შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, კი, ანგარიშიც სწორედ საყაიმო, 1-1 დაფიქსირდა. მოგვიანებით, „შტურმის" უშუალო კონკურენტმა, „ზალცბურგმა", „რაპიდის" წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0-2 დამარცხდა. ამ ანგარიშის შედეგის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის კლუბს 4 ქულით ჩამორჩა. მომდევნო ტურში, 12 მაისს, გრაცის „შტურმი" სტუმრად „ლასკს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, „კიტეს" გუნდი, ერთი ტურით ადრე, ავსტრიის ჩემპიონობას იზეიმებს.


ოთო კიტეიშვილის გოლი იხილეთ ბმულზე