„კვარტალი“ მშრალ სერიას და ლიდერობას აგრძელებს და 6 ქულით უსწრებს მდევრებს
„კვარტალი“ მშრალ სერიას და ლიდერობას აგრძელებს და 6 ქულით უსწრებს მდევრებს
21.04.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, ქალთა ლიგის სამი შეხვედრა გაიმართა და სამივეში დედაქალაქურმა კლუბებმა იმარჯვეს. 6 ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით, 18 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ „კვარტალია". 12-12 ქულით, მომდევნო ადგილებზე „ნიკე-ლუსო" და „ლანჩხუთი" არიან. თუმცა, გურულებს, ერთი თამაშით ნაკრები აქვთ გამართული.

თავდაპირველად, „ნიუ ვიჟენის" მოედანზე, „ნიკე-ლუსომ" ხობის „კოლხეთს" უმასპინძლა. შეხვედრა, რომელიც სფფ-ს YouTube გვერდითაც გადაიცემოდა, სტუმართა სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე, თამარ ალანიამ „კოლხეთი" დააწინაურა, თუმცა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ეს სტუმართა, ერთადერთი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. ამის შემდეგ „ნიკე-ლუსომ", 8-ჯერ აიღო მეტოქის კარი. თბილისელებმა ანგარიში მალევე,  მე-11 წუთზე ოტანდეკა ლაკის გოლით გაათანაბრეს. ტაიმი კი, ლესლი რამირესის (29') და ნინო ბუხრიკიძის (37') გოლებით მოიგეს. მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმეს ბუხრიკიძემ  (68') და რამირესმა (87') წუთებზე, თუმცა, მანამდე ნიკელთაგან სადებიუტო გოლი იამურ იალვაჩის (65') ანგარიშზე. კიდევ ერთი გოლი, საკუთარ კარში ხობელებმა თავად ჩაჭრეს. „ნიკე -ლუსომ" მორიგი შეხვედრა მოიგო, სოლიდური ანგარიშით, 8-1.


მეორე თამაში მოიგო ქალთა ლიგის დებიუტანტმა „ელიტამ". თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 73-ე წუთზე 11-მეტრიანით გავიდა. სწორედ, ქეთევან სუხიაშვილის გოლი აღმოჩნდა „სამქულიანი", „ელიტასთვის", რომელმაც უშუალო კონკურენტს, ქუთაისის „მართვეს" მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გოლამდე ქუთაისელები, 10 ფეხბურთელით დარჩნენ მინდორზე და ქულის გადასარჩენადაც, ბოლომდე იბრძოლეს.


მორიგი „მშრალი" მატჩი ჩაიწერა აქტივში, თბილისის „კვარტალმა", რომელმაც სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს მოედანზე „ბათუმს" უმასპინძლა და 5-0 გაიმარჯვა. მიმდინარე გათამაშების ლიდერმა პირველი ტიამი 2-ბუირთიანი სხვაობით მოიგო და მომავალი გამარჯვებისთვის საფუძველი დაიმზადა. ანგარიში სწრაფი გოლით ნათია დანელიამ (3', 71') გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლიც გაიფორმა. პირველ ტაიმში გაიტანა სალომე გასვიანმა  (33'), თითო გოლი კი, შეხვედრის მეორე ნახევარში ნინო პასიკაშვილმა (70') და ნათელა წოწერიამ (78') გაიტანეს.


ტურის ერთი მატჩი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთსა" და „ნორჩ დინამოს" შორის გატანილი იყო.


აქვე შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგის მომდევნო, მე-7 ტური 27 აპრილს არის დაგეგმილი.