საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სან-მარინოში უეფა-ს განვითარების ტურნირი მოიგო
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სან-მარინოში უეფა-ს განვითარების ტურნირი მოიგო
21.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სან მარინოში უეფა-ს განვითარების თასზე სამი მატჩი მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გუნდი, ბოლო შეხვედრაში, ესტონეთს დაუპირისპირდა და 5-2 გაიმარჯვა.

 ქართველი 16-წლამდებმა ამ მატჩამდე თავდაპირველად, მასპინძელი სან მარინოს გუნდი 7-4 დაამარცხე, მომდევნო შეხვედრაში კი, ლუქსემბურგს სძლიეს 4-1 და ჯგუფში ლიდერობა მოიპოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტურში, სან მარინოსა და ესტონეთის შეხვედრაში მასპინძლებმა პენალტების სერიაში მოიგეს (ტურნირის დებულების თანახმად, ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ 11-მეტრიანები ინიშნება), საქართველოს 16-წლამდებმა, ფაქტობრივად, განვითრების თასის გამარჯვებულის ტიტული გაინაღდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა დღესაც იბრძოლა და გაიმარჯვა.


დასკვნით შეხვედრაში ქართველთაგან გოლებიქეთევან ჭურკვეიძემ, ანანო წიქარიძემ, ლოლიტა კალოიანმა და ორიც სოფო ხელაშვილმა გაიტანეს.


საერთო ჯამში, სან მარინოში დასრულებული 16-წლამდე გოგონათა განვითარების თასზე, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა 16 გოლი გაიტანა. სალომე ხუბულურის გუნდიდან, ამ ტურნირზე ყველაზე შედეგიანი ანანო წიქარიძე იყო 7 გატანილი გოლით, 4 გოლი სოფო ხელაშვილის ანგარიშზეა. სამ შეხვედრაში ორი გილი ლოლიტა კალოიანმა, თითო გოლის გატანა კი, სოფო ბერულავამ, ანასტასია ბუჩუკურმა და ქეთევან ჭურკვაიძემ გაიტანეს.