„ელიტას“ „გადადებული“ 3 ქულა ქალთა ლიგაზე
„ელიტას“ „გადადებული“ 3 ქულა ქალთა ლიგაზე
17.04.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის დებიუტანტმა თბილისის „ელიტამ", მიმდინარე გათამაშებაში, დღეს, პირველი 3 ქულა მოიპოვა. ამასთან, ელიტელთაგან გოლების ათვლაც, ამ მატჩში დაიწყო. გუნდისთვის, სადებიუტო გოლი ქალთა ლიგაზე, თეკლა ბერიძის ანგარიშზეა.


დღეს, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, ქალთა ლიგის მე-2 ტურის ერთი გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც, თბილისის „ელიტამ", ხობის „კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით,  2-0 გაიმარჯვა. მატჩი, მასპინძელთა მცირედი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ეს საკმარისი გამოდგა 3 ქულის მოსაპოვებლად. ანგარიში, მე-16 წუთზე თეკლა ბერიძის გოლით გაიხსნა. მეორე გოლი, თბილისელებმა 27-ე წუთზე გაიტანეს - კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, „კოლხეთის" კარში ნუცა გურიელიძემ თავით, მშვიდად გადაგზავნა. „ელიტამ" პირველი ტაიმი მოიგო და მეორეში თამაშის გაკონტროლება მოახერხა. „კოლხეთს" პრესტიჟის გოლის გატანის შესაძლებლობა 86 წუთზე ჰქონდა, თუმცა, ლიკა ქობალავას დარტყმული ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე კი, ხობელთა მცდელობა მიზანს ასცდა.


მატჩის ხილვის შესაძლებლობა, სფფ-ს YouTube არხზე (ბმული), ქალთა ფეხბურთის მოყვარულებსაც შეეძლოთ.


ამ ტურის კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა,  „ნორჩ დინამოსა" და „ბათუმს" შორის 7 მაისისთვის არის ჩანიშნული.


რაც შეეხება ქალთა ლიგის მომდევნო, მე-6 ტურს, ის 21 აპრილს გაიმართება. ქალთა ლიგის გათამაშებას, 5 ტურის შემდეგ, დაკარგული ქულების გარეშე, სათავეში უდგას თბილისის „კვარტალი".