ფუტსალის „დინამო თბილისი“ უმაღლეს ლიგაშია...
ფუტსალის „დინამო თბილისი“ უმაღლეს ლიგაშია...
16.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" ფუტსალის გუნდი 2024 წელს ძლიერთა შორის იასპარეზებს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის ფუტსალის გუნდმა, რომელიც მეორე წელს ითვლის დაარსებიდან, ფუტსალის ლიგაში (უმაღლესი ლიგა)  თამაშის საგზური უკვე მოიპოვა და ახლა, კონკრეტულად ლიგა 2-ის მოგებასაც შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის ფინალის საგზური კახაბერ მაისაიას გუნდმა რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, საქართველოს უნივერსიტეტის ორივე მატჩში დამარცხების შემდეგ მოიპოვა. პარალელურად, მეორე ფინალისტმა, თსუ 2-მა, გადამწყვეტ მესამე მატჩში სეუ-ს აჯობა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ „დინამო თბილისი" მომავალ სეზონს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში გაატარებს.


ლიგა 2-ის ფინალურ მატჩები კი, რომლებიც სამ მოგებამდე ტარდება, თბილისში, არენა 2-ზე 20 აპრილიდან დაიწყება.