ასათიანი გუნდის მესამე გამარჯვება 2024 წელს
ასათიანი გუნდის მესამე გამარჯვება 2024 წელს
14.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის აგრძელებს მზადებას. 2024 წლის დაგეგმილი 8 სპარინგიდან, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მესამე შეხვედრა ჩაატარა და ესეც მოიგო. ქართველთა მოწინააღმდეგე, ამერად, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები იყო, რომელიც ფუტსალის უეფა-ს რეიტინგში, ჩვენს ნაკრებზე ერთი ადგილით წინაა, თუმცა, ეს ყოველივე მას შემდეგ, რაც 2023 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ქულები ჩამოაკლეს.

თანაბარი ძალის მქონის გუნდების დაპირისპირება ამ მიმართულებითაც საინტერესო იყო და ორრაუნდიანი სპარინგის პირველი საასპარეზო დღის შემდეგაც, ამ მოლოდინმა გაამართლა. ანგარიში, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული დაპირისპირების დაწყებიდან მალევე, მეორე წუთზე სტანდარტულის შემდეგ გაიხსნა. უფროს ზუსტად, რონინიოს მიერ, საჯარიმოდან შესრულებული გადაცემა, აზერბაიჯანელთა კარში გადაგზავნა საბა ტყეშელაშვილმა. თუმცა, არასრულ ერთ წუთში აზერბაიჯანელებმა ანგარიში გაათანაბრეს.


თუ არ ჩავთვლით მატჩის საწყისს წუთებს, ასათიანის გუნდმა, შეხვედრა მეტოქესთან შედარებით ბევრად უკეთ ჩაატარა. ამის დასტური კარში დარტყმების რაოდენობაა, 37 / 15. რეალურად, მეტოქემ საგოლე შანსები მაქსიმალურად გამოიყენა და საბოლოოდ ორი გოლი გაგვიტანა. თუმცა, მანამდე 08'22" და 29'12" გიორგი ღავთაძის გოლებით დაწინაურება მოახერხა და შეხვედრის გამარჯვებით დასრულება მოახერხა.


საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 3-2 მოუგო.  მატჩის სტატისტიკა და შემადგენლობა.


საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მერე დაპირისპირება 16 აპრილს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.


სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი