გოგონათა დასანანი მარცხი გასვლაზე
გოგონათა დასანანი მარცხი გასვლაზე
09.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველ ტაიმში უფრო უკეთესად, მეორეში მაქსიმალურად შეეცადნენ, თუმცა, ცოტა დაცვაში შეცდომები და  კიდევ, ორ მომენტში (თითო ტაიმებში) მეკარის მიერ დაკარგული პოზიცია, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ბელარუსის წინააღმდეგ მინუს სამი ქულა დაუჯდა.

ირის ანტმანის გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსზე, „ახნა - დასაკი სტადიო"-ზე, პირველ ტაიმში, როგორც მოსალოდნელი იყო, ბურთი ბერად ძლიერ მეტოქეს დაუთმო, 44-ი წუთი რეალურად, მათ კარში დარტყმის საშუალება არ მისცა. ერთ მომენტში გოლი გატანის შესაძლებლობა თეონა ბაქრაძესაც ჰქონდა. თუმცა, ტაიმის მიწურულს, თითქმის უწყინარ სიტუაციაში „ჩაგვეძინა" და გოლი გასახდელში გავიყოლეთ.


მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ჰქონდა თეონა ბაქრაძეს. თუმცა, ბელარუსთა დაცვამ კარგად იმუშავა და მომენტი განმუხტა. ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფიზიკურად ძლიერი და გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ,  ირის ანტმანს, საკადრო პრობლემების ფონზე მოუხდა თამაში. და ეს მაშინ, როცა „ქუდზე კაცია" მნიშნელოვანი.


მაგალითად, ახალი შესარჩევი ციკლის სასტარტო თამაშებში, გუნდს გამოცდილი ტრავმირებული ცენტრალური მცველი, თამარ ტატუაშვილი აკლდა. ბუნებრივია, გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ, გაახალგაზრდავების მყოფო საქართველოს ნაკრებს, ტატა მატვეევას გუნდში ყოფნაც წაადგებოდა, თუმცა, ამ თამაშებისთვის, ისიც ტრავმირებული იყო. აღარაფერს ვიძახით ხატია ჭყონიაზე, რომელიც ალბათ კიდევ კარგა ხანი გუნდს ვერ დაეხმარება.  რეალურად, ამ დღეს, გუნდში გამოცდილთაგან, ბაქრაძეს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ანა ჩემინავა და ნინო პასიკაშვილი იყვნენ.


ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამდენიმე მოთამაშისთვის პოზიციის შეცვლა მოუხდა. თუნდაც, ნათია დანელიასათვის, რომელიც უფრო შემტევი ხასიათისაა და ამასთან, კარგი ინდივიდუალისტია. ეს გარემოება კი, ჩვენი აზრით, თეონა ბაქრაძეს „დააკლდა" რომელიც, რეალურად, მარტო ცდილობდა ორივე თამაშში მეტოქის კარის შეტევას.


მოკლედ, ყველა ამ გარემოებების მიუხედავად, თუნდაც, გაშვებული სამი გოლისა და „დაცვაში ჩამჯდარი" თამაშის მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მატჩიდან მატჩამდე ახალი სახეებით იმკვიდრებს ადგილს, საკმაოდ რთულ და შრომატევად გზას ადგას, სადაც მარცხს, აუცილებლად წარმატება შეცვლის და ეს, თამაშიდან თამაშამდე დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე მოხდება.


ქალთა შორის ევრო 2025-ის C1 ჯგუფის მეორე კალენდარული მატჩი კი გასვლაზე, საქართველოს ნაკრებმა 3-0 წააგო ბელარუსთან. ამავე ტურში, ლიეტუვამ, სახლში 1-0 მოუგო კვიპროსის ნაკრებს. ჯგუფს წაუგებლად, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო ბელარუსი ლიდერობს.


საქართველოს ნაკრებს კი, მომდევნო თამაშები 31 მაისს და 4 ივნისს ელის, ჯერ გასვლაზე კვიპროსზე და შემდეგ, მათთანვე სახლში.