მორიგი მედლები პორტუგალიიდან
მორიგი მედლები პორტუგალიიდან
07.04.2024
ავტორი: TSFF.GE


მორიგი მედლები ქართველ ბატუტზე მხტომელთა სათვალავში. ამჯერად სენიორებს შორის სინქრონულ ხტომებში საქართველოს წარმომადგენლების მარიამ რაგიმოვისა და ანანო აფაქიძის სახელზე ბრინჯაოს მედლებია.


გიმარაინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების რამდენიმე კომპლექტი გათამაშდა. გუნდური ასპარეზობის ვიცე-ჩემპიონებიდან ორმა, მარიამმა და ანანომ, ვერცხლის მედლებს ბრინჯაოც მიუმატეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა წყვილმა 47.280 ქულით მესამე ადგილი დაიკავა  და ამით, ფინალში ასპარეზობის უფლება გაინაღდა. ფინალური ასპარეზობისას კი, ჩვენმა გოგონებმა 47.740 ქულა დაიმსახურეს, რაც საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლებს „ეყო". ევროპის ჩემპიონებს ბრიტანელებს, მარიამი და ანანო,       0.420 ქულით ჩამორჩნენ. მეორე ადგილზე გასულ ფრანგულ წყვილთა შედარებით კი ეს სხვაობა უფრო მცირე იყო.


ასპარეზობის ბოლო დღეს, როგორც ახალგაზრდებში, ასევე უფროსებში მედლების მოპოვებას საქართველოს 8 წარმომადგენელი ცდილობდა. საბოლოოდ, ქალთა შორის ქართველთან საუკეთესო შედეგი მარიამ რაგიმოვამ აჩვენა და   54.250 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. მე-6 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა 53.600 ქულით ანანო აფაქიძე. ლუბა გოლოვინა კი, 53.050 ქულით მე-10 იყო.

 


ფოტო:@Filippo Tomasi