მამუკელაშვილს დენვერულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
მამუკელაშვილს დენვერულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
03.04.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ზედიზედ მე-2 მატჩია, მანამდე შეზღუდულად მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს დრო მიეცა დაბ ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 2 დღის წინ დენვერთან შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იგივე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა დენვერში გამართულ შეხვედრაში, რომელიც სან ანტონიომ ბრძოლაში  105-110 დათმო.

ქართველი ფორვარდი შეხვედრში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მის გუნდში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება.


დენვერის შემადგენლობაში 42 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი.


მომდევნო მატჩს სან ანტონიო 6 აპრილს, ნიუ ორლეანში, პელიკანსთან გამართავს.


ვიდეო -კადრები მატჩიდან