19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს
02.04.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. 

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში 3-დან 9 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას, ესტონეთს და ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.


მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება.


საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი ("ნიკე-ლუსო"), სალომე ხაჭაპურიძე ("ნორჩი დინამო"); დაცვა: თამუნა ლონდარიძე ("ნორჩი დინამო"), ნატა კვირკვაია ("კოლხეთი" ხობი), ლიზი გოგალაძე ("კვარტალი"), ლიზი კანკია ("კვარტალი"), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), მედეა ძამანაშვილი (რუსთავი);  ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ მამფორია ("კვარტალი"), ნინი ბერიძე ("კვარტალი"), ლიზი დარჩიაშვილი ("კვარტალი"), ელენე ჩიქოვანი ("ნიკე-ლუსო"), ნათია ჯოჯუა ("ნიკე-ლუსო"), ანა საღირაშვილი ("ნორჩი დინამო"), მარიამ კაკულია ("დინამო" გაგრა), მარიამ ოლქიაშვილი ("ნორჩი დინამო"), ლიზი ცაავა ("მართვე")


მატჩების განრიგი

3 აპრილი | ჩრდ. ირლანდია - საქართველო | 16:00

6 აპრილი | ესტონეთი - საქართველო | 16:00

9 აპრილი | საქართველო - ყაზახეთი | 16:00

 

 

ფოტო: სფფ/ ლაშა კუპრაშვილი