ქალთა ლიგა 2-ის ორი გამარჯვებული 2025 წელს ავტომატურად ქალთა ლიგაში იასპარეზებს
ქალთა ლიგა 2-ის ორი გამარჯვებული 2025 წელს ავტომატურად ქალთა ლიგაში იასპარეზებს
01.04.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

30 მარტს ქალთა ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშება დაიწყო. პირველი ტური ორი დღეზე 30 და 31 მარტს იყო გადანაწილებული. პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩხოროწყუში გაიმართა, ადგილობრივმა „სამაგრელომ", დიდი ანგარიშით 12-0 დაამარცხა ადიგენის „ზარზმა". ამ უხვგოლიან შეხვედრაში, პოკერი შეასრულა მეგრული გუნდის ლეგიონერმა როხა სანტოს პაულა ვალენტინამ. პირველი  ტურის შემდეგაც, მეტი გატანილი გოლის წყალობით, სატურნირო ცხრილს, სწორედ, „სამეგრელო" ჩაუდგა სათავეში.

პირველი ტურის ყველა შეხვედრის შედეგები იხილეთ ბმულზე.


განსხვავებით გასული სეზონისგან, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, გუნდების წახალისების მიზნით, დებულებაში ცვლილება შეიტანეს.  ქალთა ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები 2025 წლის სეზონზე, ქალთა ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ. შესაბამისად, ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდები რიცხვი რვიდან ათამდე გაიზრდება.


ქალთა ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასული გუნდი კი, ქალთა ლიგის ,,ქვედა" ჯგუფის მეოთხე ადგილზე გასულ გუნდთან, ერთმატჩიან ფელი-ოფში ითამაშებს, სადაც მატჩის მასპინძელი ,,ქვედა" ჯგუფის მე-4 ადგილოსანი იქნება.


შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშებაში 14 გუნდი მონაწილეობს: „გორი იუნაიტედი", „თეთრიწყარო", „ახალგორი", „ნორჩები", „ეძანი", „ზარზმა", „რაჭა 2020", „დინამო სოხუმი", „ივერია", „რუსთავი", „ვერე", „სამეგრელო", „ლანჩხუთი" და „დინამო გაგრა".  დებულების თანახმად გუნდები ორ წრედ, საშინაო და გასვლითი თამაშების პრინციპით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და საერთო ჯამში, თითო გუნდი 30 მატჩს გამართავს.


ქალთა ლიგა 2-ის მეორე ტური 6-7 აპრილს, ქალთა სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ ჩატარდება.