მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
01.04.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა სან ანტონიო სფურსმა გოლდენ სტეიტს უმასპინძლა, რომელშიც 113-117 დამარცხდა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი დაგროვდა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანდრომ მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო. მამუკელაშვილმა მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი  10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 2 დან 2 ჯარიმა ჩააგდო.


„სან ანტონიოს" რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო „გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ დააგროვა.


ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს" 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.