ბურჯანაძე მატჩის MVP გახდა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა
ბურჯანაძე მატჩის MVP გახდა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა
01.04.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ბექა ბურჯანაძის ლეიმა ბასკეტ კორუნამ ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ამჯერადაც გუნდს ქართველმა ფორვარდმა ულიდერა. ბურჯანაძე გახდა მატჩის MVP, კორუნა ბასკეტმა კი მენორკა 105-73 გაანარდურა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე კვლავ ყველაზე მეტი დრო დაჰყო. 24 წუთში ბექამ 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა და რაც მთავარია, გამარჯვებულთაგან მას ჰქონდა ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი - 20.


ამ გამარჯვებით ბურჯანაძის გუნდმა შეინარჩუნა Leb Oro-ს ლიდერობა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ესპანეთის უმაღლეს - ლიგა Endesa-ს. კორუნელებს 27 მატჩიდან 21 მოგება აქვთ და შემდეგ ტურში, 6 აპრილს სტუმრად ოურენსეს დაუპირისპირდება.