30 მარტიდან ქალთა ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონი იწყება
30 მარტიდან ქალთა ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონი იწყება
29.03.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

30 მარტიდან საქართველოს ქალთა ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშება აიღებს სტარტს. ჩემპიონატში, რომელიც ორ წრედ ჩატარდება მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს, მათ შორის ორი დებიუტანტი „დინამო გაგრა" და „ნორჩები". სხვათა შორის ქალთა ლიგის დაწყებამდე, „დინამო გაგრამ", მიმდინარე წლის თებერვალში, 2024 წლის ქალთა ლიგის მოგება მოასწრო ფუტსალში.


ქალთა ჩემპიონატებში სადებიუტო შეხვედრას, „დინამო გაგრა", ხაშურში, „ივერიას", ქალთა ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი კლუბის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება „ნორჩებს", ისინი, „რუსთავის" საკმაოდ საინტერესო გუნდს უმასპინძლებენ.


ქალთა ლიგა 2-ში მოუწევს ასპარეზობა სოხუმის „დინამოს", რომელიც 2023 წლის სეზონის შემდეგ დაქვეითდა და ბუნებრივია, ძლიერთა შორის დაბრუნებას შეეცდება. 2024 წლის სეზონს გამოაკლდნენ საჩხერის „ქარიშხალა" და ზუგდიდის „ფენიქსი".


ისევე, როგორც გასულ სეზონში, ქალთა ლიგა 2-ში მეორე გუნდით, „ლანჩხუთი 2"-ით იქნება წარმოდგენილი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი.


პირველი ტურის თამაშები 30 და 31 მარტს გაიმართება.


შაბათი, 30 მარტი

13:30   /   „გორი იუნაიტედი" -  „ახალგორი" 

15:00    /  „ნორჩები" -  „რუსთავი"

15:00    /  „დინამო სოხუმი" -  „ლანჩხუთი-2"

15:00    / „ვერე"  - „თეთრიწყარო"

15:00    / „ივერია" -  „დინამო გაგრა"


კვირა, 31 მარტი

15:00   / „ეძანი" - „რაჭა"

15:00    / „სამეგრელო"  - „ზარზმა"