ხვალიდან ეროვნული ჩემპიონატი განახლდება
ხვალიდან ეროვნული ჩემპიონატი განახლდება
28.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

26 მარტის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, „დინამო არენას" , საფეხბურთო ტერმინს ვიხმართ და „აღდგენა" აქვს, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მინდორმა, რომელმაც ოთხი დღის მანძილზე ორ ვარჯიშსა და ორ თამაშს უმასპინძლა, შემდეგ კი, ისტორიული წუთების მომსწრე იყო, რომლის დროსაც „თმაც" გაკრიჭეს და ძელებიც ნაწილ-ნაწილ დაშლილი სუვენირებად წაიღეს, მეორე დღეა, ეროვნული ლიგის კალენდარული მატჩისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით უცნობია, სად ითამაშებს, მე-5 ტურის კალენდარულ მატჩს, ამ სტადიონზე მოთამაშე, ყველაზე ახალგაზრდული „დინამო თბილისი" კლუბის არსებობის ისტორიაში.

მორიგ სანაკრებო შესვენებამდე კი, 29 და 30 მარტს ეროვნული ლიგა განახლდება.


პარასკევი, 29 მარტი

19:00 დილა - იბერია 1999  / თენგიზ ბურჯანაძე - გორი

20:00 კოლხეთი 1913  - თელავი / სფფ-ის  საფეხბურთო ცენტრი - ქობულეთი

21:00 დინამო ბთ  - ტორპედო  / აჭარაბეთ არენა - ბათუმი (ტურის ცენტრალური თამაშია)


შაბათი, 30 მარტი

19:00 დინამო თბ  - სამტრედია / დინამო არენა

21:00 გაგრა - სამგურალი  / დავით პეტრიაშვილი - თბილისი


ამ მომენტისთვის, გათამაშებას, ქულების მაქსიმუმით ბათუმის „დინამო" ლიდერობს. იხილეთ სატურნირო ცხრილი.


ხვალიდან, 29 მარტიდან განახლდება საქართველოს ეროვნული ლიგა 2-იც, რომელიც თავისი დაძაბულობიდან გამომდინარე, არაფრით ჩამოუვარდება ეროვნულ ლიგას.


ამ ორივე ლიგიდან ხუთ გუნდს, უკვე 2024 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, უწევს უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე გამოსვლა. შესაბამისად, მათთვის და ზოგადად, ყველა კლუბისთვის თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, თელავიდან, გორიდან, ზესტაფონიდა, წყალტუბოდან, ხობიდა, ფოთიდან თუ ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამარჯვებასთან ერთად, სავსე სტადიონია.


ჩვენი გვედრი რჩება მოსაზრებაზე, რომ ფეხბურთელები უნდა გაზარდოს ქომაგმა, რადგან მოედნამდე ისინი საფეხბურთო სკოლებმა მოიყვანეს. დანარჩენი უკვე ხალხზეა. ასე, რომ იარეთ, ეროვნული ლიგის, ლიგა ორის, სხვა ლიგების თუ ასაკობრივი გუნდების საკმაოდ დაძაბულ და შესაბამის კატეგორიასთან მისადაგებულ თამაშებზე.