მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდა
მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდა
27.03.2024
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერად უკვე პარიზში, 2024 წლის ივლისში. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით  კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

სანდრო ბაზაძე არის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, აგრეთვე მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი.


2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე  ბაზაძემ მე-13 ადგილი დაიკავა, მომდევნო თამაშებზე, ტოკიოში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მე-4 ადგილი ერგო.