21-წლამდელებმა გიბრალტარში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს
21-წლამდელებმა გიბრალტარში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს
26.03.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩში, გიბრალტარის 21-წლამდელთა გუნდი, 0-2 დაამარცხა.


შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ გახსნა, რომელმაც 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. სადებიუტო გოლი გაიტანა ასევე გიორგი კვერნაძემ, რომელმაც 75-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სხვაობა ორამდე გაზარდა.


რამაზ სვანაძის გუნდი, შესარჩევი ციკლის შემდეგ მატჩს 4 სექტემბერს, შინ, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში ცამეტი ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. შვედეთი, რომელმაც დღეს ჩრდილოეთ მაკდეონია დაამარცხა, 10 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს კი 21 ქულა აქვს.